ZENITH UNO 5 kg
- აღწერა
- ვიდეო
ZENITH UNO
კალიუმის ბიტარტრატის ძლიერი სტაბილიზატორი ღვინოში. სწრაფი და მარტივი გამოყენებაში, ZENITH® UNO არის შესანიშნავი ალტერნატივა ფიზიკური მეთოდით დამუშავებისთვის (გაციება, კატიონგაცვლის ფისები, ელექტროდიალიზი) და სხვა სტაბილიზაციის აგენტებისთვის. .
ZENITH® UNO აქვს თვისებები, რომლებიც მას უნიკალურს ხდიან:
ძლიერ ეფექტურია ტარტრატის სტაბილიზაციისთვის: კალიუმის პოლიასპარტატი ხელს უშლის კალიუმის ბიტარტრატის კრისტალების წარმოქმნას, და ამით თავიდან იცილებს მათ ბოთლში დალექვას. ZENITH® UNO შეუძლია ძალიან არასტაბილური ღვინოების სტაბილიზაცია.
ხანგრძლივი სტაბილიზაციის ეფექტი: ZENITH® UNO შეუძლია ღვინის სტაბილიზაცია რამოდენიმე წლის განმავლობაში.
ფილტრაციის შესაძლებლობა: ZENITH® UNO -ს არ აქვს ზეგავლენა ღვინის ფილტრაციაზე.
ეკოლოგიურობა: ZENITH® UNO გამოყენებისას ტარტრატის სტაბილიზირებისთვის იხარჯება წყლის და ელექტროენერგიის მცირე რაოდენობა, და გამოიყოფა მცირე რაოდენობით სათბური გაზები.
ფაქიზი დამოკიდებულება ღვინის ხარისხისადმი: არ ცვლის ღვინის სენსორულ ხარისხს, ამცირებს დამჟავების რისკს, ინარჩუნებს ღვინის არომატიკას, ფერს და სტრუქტურას. წითელ ღვინოში არ შედის რეაქციაში საღებავებთან.
პრაქტიკულობა, სისწრაფე და სიმარტივე: მისი გამოყენება არ საჭიროებს ინვესტიციას სპეციალურ აღჭურვილობაში ან სპეციფიურ კვალიფიციურ შრომას.
გამძლეა მაღალ ტემპერატურასთან: ZENITH® UNO-ს გამოყენება შეიძლება ღვინოებში, რომლებიც გადიან პასტერიზაციას.
დოზირება: 100მლ/ლ (მაქსიმალური დოზირება, რომელიც დაშვებულია EU)
