სანელებლების ნაკრები Beefeater London სტილის ჯინისთვის
- აღწერა
- ვიდეო
სანელებლების ნაკრები Beefeater London სტილის ჯინისთვის
ნაკრები განკუთვნილია ორთქლის ინფუზიით მეთოდით 12-15 ლიტრი ჯინის მისაღებად ან 5-8 ლიტრის მისაღებად ჯინის მაცერაციის მეთოდით (დაყენებით), არომატის სასურველი ინტენსივობის მიხედვით
ძალიან სუფთა, მკვეთრი და მსუბუქი არომატი. ერთმნიშვნელოვნად ღვია დომინირებს. ამავე დროს ნათელი, წვნიანი, ოდნავ მწარე და სხეულიანი ციტრუსი. სხვა ინგრედიენტები უფრო დახვეწილი და კარგად ინტეგრირებულია, მიწიერი და ყვავილოვანი, ნუშის ელფერით.
ჯინის დამზადება დაყენების მეთოდით (მაცერაცია)
ჩვენ დაგვჭირდება:
- 7-8ლ სპირტი ალკოჰოლის შემცველობით 45-50%
- სანელებლების ნაკრები Hot Rod ჯინისთვუს
დამზადება:
პირველ რიგში ვამზადებთ ნაყენს. ყველა ინგრედიენტს ვყრით კონტეინერში, დავასხავთ 7-8 ლ სპირტით 45-50% ალკ. შ. და ვტოვებთ დაახლოებით 10-14 დღე ბნელ, თბილ ადგილას. შეანჯღრიეთ ყოველდღე.
დაყენების შემდეგ სითხეს ფილტრავენ და აზავებენ სუფთა ცივი წყლით 30-35 გრადუსამდე.
განზავებულ ნაყენს ასხამენ დისტილაციის კუბში, გამაცხელებელი მოწყობილობა დაყენებულია საშუალო ტემპერატურაზე. თუ თქვენ იყენებდით განზავებულ სპირტს- საკმარისია აირჩიოთ პირველი 50 გრ თავი.
„გულის“ ამოღება ნაკადიდან 45%-ით მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ეს მომენტი- კუდები, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, იწვევს ხელნაკეთი ჯინის სიმღვრივეს. გავზომოთ მიღებული ალკოჰოლის სიძლიერეს და ვაზავებთ 45 გრადუსამდე. გახსოვდეთ, ჯინი არაყზე ძლიერია, მისი 42 გრადუსზე დაბლა განზავება ციტრუსის ნოტებს მთლიანად გაანადგურებს.
მზა სასმელი უნდა დავასვენოთ ერთი კვირის განმავლობაში.
ჯინის დამზადება ორთქლის ინფუზიით ჯინის კალათის გამოყენებით (ეს მეთოდი რეკომენდებულია Hot Rod Distiller-ს მიერ)
ჩვენ დაგვჭირდება:
- 20 ლიტრი განზავებული ალკოჰოლი 30% სიძლიერით
- Hot Rod Gin სანელებლების ნაკრები
- Hot Rod ჯინს-კალათა
დამზადება:
1. დააქუცმაცეთ სანელებლები (შეგიძლიათ ბლენდერშიც). საკმარისია ღვიის კენკრის მთლიანობის დარღვევა. ზედმეტად არ დაფქვათ სანელებლები.
2. ჩაყარეთ კარგად შერეული სანელებლები ჯინის კალათაში.
3. შეავსეთ დისტილაციის კუბი სპირტით, წინასწარ 30% სიძლიერემდე განზავებული.
4. დისტილაციას ვიწყებთ დაბალ ტემპერატურაზე, რათა ჩვენი სანელებლები თანდათან და თანაბრად გახურდეს.
5. დისტილაციის პროცესში, აკონტროლეთ დისტილატის დონე ჯინის კალათაში. არ დაუშვათ დისტილატის გადმოღვრა უკან კუბში. გამოიღეთ ჯინ-კალათის შიგთავსი ნარჩენების კონტეინერში, ქვემოთ სადრენაჟე ონკანის გამოყენებით. ეს პროცედურა შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს დისტილაციის განმავლობაში.
6. მიღებული დისტილატის პირველი 20-50 მლ უნდა მოაგროვოთ ცალკე კონტეინერში და დააყენოთ. ეს არის ღვიის ყველაზე მწარე ეთერზეთები.
7. ძირითადი ფრაქცია შეირჩევა მანამ, სანამ ალკოჰოლის შემცველობა ნაკადში არ დაეცემა 50%-მდე.
8. ჭკუდების ჭარბი რაოდენობა გამოიწვევს ჯინის დაბინდვას განზავებისას.
9. ვაზავებთ ჩვენს ჯინს 42-45 გრადუსამდე.
10. მზა სასმელი უნდა დავასვენოთ ერთი კვირის განმავლობაში.
შეფუთვა: კრაფტ-შეფუთვა
წონა: 250 გ
შემადგენლობა: ღვიის კენკრა, ქინძი, ძირტკბილა, ანგელიკას ფესვი, ნედლი მწარე ნუში, ფორთოხლის ცედრა, ლიმონის ცედრა, ზამბახის ფესვი
