Potassio sorbato gran. E202W

Potassio sorbato gran. E202W
არტიკული: 98632
შეკვეთით
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

კალიუმის სორბატი 

ფუნგისტატიკური საშუალება 

 

ზოგადი მახასიათებლები

თეთრი კრისტალიზირებული ფხვნილი ან გრანულები.

სწრაფად ხსნადი პრეპარატი.

 

შემადგენლობა

კალიუმის სორბატი

 

გამოყენება

პროდუქტი იცავს ღვინოს ფირისებრი საფუარის ან ობის გამო გამოწვეულ სიმღვრივისგან. კალიუმის სორბატის გამოყენება უნდა მოხდეს ნორმალური დოზირებით თავისუფალ SO2-თან (რეკომენდირებული დოზა 30-50 მგ/ლ)  

მნიშვნელოვანია: თუ SO2-ით შესაბამისი დაცვა არ არის უზრუნველყოფილი, შესაძლებელია პრეპარატი დაიშალოს განვითარებული ბაქტერიალური ფლორის გამო და გამოიწვიოს გერანიოლის წარმოქმნა - ნივტიერება გერანიუმის ძლიერი სუნით.  პრეპარატი ასევე გამოიყენება წარმოებისთვის - ძმრის, სასმელების, კარაქის და მარგარინის, კრემების და საკონდიტრო ნაწარმის, ყველის, ჩირების, ცხიმის და ზეთის (ზეითუნის ზეთის გარდა), მაიონეზის, თევზის კონსერვების, ხილის იოგურტის და ხილის წვენების, ღვინის.

 

დოზირება

2,7 გ/10ლ კალიუმის სორბატი = 200 მგ/ლ სორბინის მჟავას (200 მგ/ლ – სორბინის მჟავას მაქსიმალურად დასაშვები დოზა)  

 

გამოყენების წესი

დაამატეთ ღვინოში უშუალოდ ჩამოსხმისთანავე, საბოლოო დამუშავებისას. იმისთვის რომ მიიღოთ სტაბილიზაციის ყველაზე დიდი ეფექტი, სასურველია ღვინის სტერილიზაცია და ფილტრაცია ბოთლებში შენახვამდე.

 

შეფუთვა და შენახვა

ტომარა 1 კგ

ტომარა 25 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და განიავებულ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ხელახლა შეფუთეთ და შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლები

ქიმიური ფორმულა                             CH3-CH=CH-CH=CH-COOK

50 % ხსნარი                                               გარეგნულად:  გამჭვირვალე

ფერი                                                            არ აქვს ან ქრთალი ყვითელი

ანალიზი (%)                                            > 99

გაშრობის დროს დანაკარგი (%)    < 1

მძიმე მეტალი (ppm. Pb)                      < 10

დარიშხანი (ppm. As)                             < 3

ტყვია (ppmPb)                                        < 10

თუთია (ppmZn)                                     < 10

სპილენძი (ppmCu)                              < 10

 

მითითებული მაჩვენებლები განისაზღვრება ოფიციალური მეთოდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თქვენს განკარგულებაში ვართ ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მისაღებად, რომელიც არ არის მითითებული.