გოგირდის დისკები

გოგირდის დისკები
არტიკული: EPE890
საწყობში
85.7
₾85.70
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ZOLFO DISCHI (გოგირდის ტაბლეტები)

 

გოგირდის ტაბლეტები zolfo dischi. გოგირდოვანი ანგიდრიდის ფუმიგაცია, გოგირდის წვა ატმოსფერული ჟანგბადის თანდასწრებით, გოგირდის დიოქსიდის წარმოქმნით. მეღვინეობაში ფუმიგაცია გამოიყენება ტკბილში ან ღვინოში გოგირდოვანი აირების შეყვანის მიზნით, ასევე ხის ცარიელი ავზების და ოთახის სადეზინფექციოთ. 

 

შემადგენლობა
გოგირდი, ბენტონიტი, კალციუმის სტეარატი.

 

ზოგადი მახასიათებლები

მდოგვისფერი ტაბლეტები, საშუალო წონით 10გრ.

 

გამოყენება:

გოგირდის ტაბლეტები zolfo dischi შეუცვლელია დეზინფექციისთვის და გასაწმენდათ - ყველა ზომის ხის კასრი, SANATON ტიპის სარეცხი საშუალებით დამუშავების დასრულებისას, ან შენახვის დროს.

გოგირდის ტაბლეტებს zolfo dischi შეიძლება გამოყენებულ იქნას კორექციისთვის, როგორც გოგირდის დიოქსიდის შეშხურების ალტერნატივა. 

 

დოზირება:

ერთი გოგირდის ტაბლეტი გამოიმუშავებს დაახლოებით 11,5გ SO2 და მოიხმარს 20ლ ჰაერში შემავალ ჟანგბადს. ერთ ტაბლეტი შეიძლება გამოყენებულ იყნას ერთი 500ლ მოცულობის კასრის დეზინფექციისთვის.  

 

ექსპლუატაციის რეჟიმი:

მოათავსეთ გოგირდის ტაბლეტები კაუჭად მოხრილ მავტულის ნაჭერზე. წაუკიდეთ ცეცხლი და მოათავსეთ კასრში, კაუჭით კასრის კედელზე მიმაგრებით.  

 

შეფუთვა და შეინახვის წესი

ყუთი 100ც.
შეინახეთ გრილ, მშრალ და განიავებულ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.

 

გოგირდი გამოიყენება სხვადასხვა ფორმით. ჩვეულებრივი გოგირდის ფიტილი მიიღება ქსოვილის ან თხელი მუყაოს ზოლიდამ, გაჟღენთილი გოგირდით. 

ასეთი ზოლი იწონის 40-45გ, ხოლო სუბსტატის მასა შეადგენს დაახლოებით მთლიანი მასის 5%. 
კასრის ფუმიგაციისას გოგირდის ფიტილს წვავენ სპეციალურ მოწყობილობაში - ფუმიგატორში ჭიქებით ქვედა ბოლოში ან მილებში. 
კასრის, ავზების ფუმიგაციისთვის, გიგირდი იწვავებ ფუმიგირებული კონტეინერის გარეთ, ხოლო მიღებული გოგირდის დიოქსიდი იგზავნება კონტეინერში.   
ასევე გამოიყენება გოგირდის ტაბლეტები, 2-10გრამამდე წონით, რომლებიც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზოლები.

ტკბილის ან ღვინის ფუმიგაციისას გასათვალისწინებელია, რომ მიღებული SO2 ფაქტობრივი რაოდენობა უდრის დაახლოებით ნახევარს, რაც გამოიყოფა გოგირდის დაწვისას.

სამრეწველო შენობებში გოგირდოვანი ანგიდრიდით ჰაერის დეზინფექცია ტარდება გოგირდის წვით შემდეგი რაოდენობებით: 3-6გ/1მ3, ხშირ შემთხვევებში დასვენების დღეების წინა ღამეს.

უპირატესობა: გოგირდის ფიტილების ან ტაბლეტების გამოყენებაში სულფიტაციამდე მდგომარეობს მათ სიიაფეში, ზედმეტი სულფიტაციის შეუძლებლობაში, მათ მოსახერხებელ გამოყენებაში გადასხმის დროს, თუ საჭიროა SO2 მცირე რაოდენობის შეყვანა. 

ნაკლოვანება: ფუმიგაციის დროს ტკბილში მოხვედრილი გოგირდი, შეიძლება გახდეს ღვინოში გოგირდწყალბადის სუნის გაჩენის მიზეზი; გოგირდოვანი ანგიდრიდის მოცემული დოზები მიახლოებითია; გოგირდოვანი აირის შეყვანა უშუალოდ ღვინოში - არ შეიძლება: თავიდან ცარიელი ავზის ფუმიგირება უნდა მოხდეს, ამის შემდეგ ღვინოთი უნდა შეივსოს; აღნიშნული მეთოდი არ ექვემდებარება მექანიზაციას და ავტომატიზაციას.