ღვინის საფუარი მაღალი ხარისხის წითელი ღვინოებისთვის ENARTIS FERM ES 488 0.5 kg

ღვინის საფუარი მაღალი ხარისხის წითელი ღვინოებისთვის ENARTIS FERM ES 488 kg 0.5
არტიკული: EPC934
საწყობში
190.46
₾190.46
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS FERM ES 488 0.5კგ

 

ES 488 - არის საფუარი მაღალი ხარისხის წითელი ღვინოების წარმოებისთვის, დამზადებული მწიფე ყურძნისგან, აუმჯობესებს ჯიშურ მახასიათებლებს და ინტენსიურ არომატს.

 

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

ES 488 - არის შტამი, რეკომენდირებული წითელი ღვინის წარმოებისთვის, "ახალი თაობის" სტილის, განკუთვნილი დაძველებისთვის. შტამი აძლიერებს და ინარჩუნებს მწიფე წითელი ყურძნის ჯიშურ მახასიათებლებს. კერძოდ ის აძლიერებს წითელი ხილის არომატებს (ჟოლო, მოცვი, წითელი მოცხარი და ალუბალი) და ამატებს რთულ მინერალურ, სურნელოვან და ყავილოვან (ია) ნოტებს. ამის შედეგად მიღებულ ღვინოებს დუღილის დასრულების შემდეგ აქვთ ნათელი არომატი. ES 488 ასევე ხელს უწყობს მცენარეული არომატების შენიღბვაში ისეთ ჯიშებში, როგორიც არის კაბერნე ფრანი და კაბერნე სოვინიონი. ES 488 აქვს ექსტრაქციის ძლიერი უნარი, აწარმოებს ღვინოს შესამჩნევი სტრუ;ქტურით და სტაბილური ფერით.  ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ღვინოებში, ის ხელს უწყობს გემოზე წვის შეგრძნების შემცირებას.  

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები 

დუღილის ტემპერატურა      15-28°С                                                                                                                                      

ლაგ-ფაზა                           ხანმოკლე

დუღილის სიჩქარე        საშუალო 

სპირტგამძლეობა           ≤ 16 %.                                                                                                                

კილერ ფაქტორი            კილერი 

 

ენოლოგიური მახასიათებლები

აზოტის საჭიროება             მაღალი 

ჟანგბადის საჭიროება       მაღალი                                                                                              

აქროლადი მჟავეების სინთეზი          დაბალი 

Н2S სინთეზი                          საშუალოდ- დაბალი                                                                                           

SO2 სინთეზი                          დაბალი 

ქაფწარმოქმნა                       დაბალი 

თავსებადობა მალოლაქტიურ დუღილთან: ხელს უწყობს მალოლაქტიურ დუღილს. 

ანთოციანების დაბალი ადსორბცია უჯრედის კედლებზე. ღვინოები იხსნება არომატით უკვე ალკოჰოლური დუღილის ბოლოს.

 

გამოიყენება 

წითელი ღვინო, მიღებული კარგად დამწიფებული ყურძნიდან, რომელიც განკუთვნილია დაძველებისთვის, ისეთი ჯიშები, როგორიც არის: შირაზი, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, მერლო, მალბეკი, ტემპრანილიო, სანჯოვეზე, ცინფანდელი, ბარბერა, დოლჩეტო. 

 

მაქსიმალური ეფექტურობა

ხილის ხასიათის გასაძლიერებლად, მკვებავი დანამატის სახის ინოკულაციის დროს, შიგიძლიათ დაამატოთ NUTRIFERM AROM ან NUTRIFERM AROM PLUS. ისინი აწვდიან სპეციფიურ ამინომჟავეებს, რომლებსაც  ES 488 იყენებს არომატული ნაერთების სინთეზში. ალტერნატივის სახით ფერმენტაციის დროს შეგიძლიათ ENARTIS TAN RED FRUIT -ის დამატება. აღნიშნული ტანინი შეიცავს არომატული ნივთიერებების წინამორბედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არომატში ალუბლის და ხილის ნოტებზე და რომლებიც შეიძლება იყონ გამოყოფილი ES 488  -ის ჰიდროლიზური ფერმენტებისგან. ამ სტრატეგიას თუ მიჰყვებით გახსნილი საფუარის დამატებისას საჭიროა რთული საკვები ნივთიერებების დამატება, როგორიც არის  NUTRIFERM ENERGY, ასევე NUTRIFERM ADVANCE - საფუარის 1/3 შაქრის მოხმარებისას, რათა უზრუნველყოს სუფთა და სრული დუღილი. პოლისაქარიდული პრეპარატი ENARTIS PRO TINTO შეიძლება გამოყენებულიყოს დუღილის დროს, რათა მოახდინოს არომატის სტაბილიზირება და ტანინების ბალანსირება. ამის შედეგად ღვინოებს აქვთ მეტად ინტენსიური და მდგრადი არომატი, სხეულიანი გემო. 

 

დოზირება 

2-4 გ/10ლ

მაღალი დოზირება გამოიყენება დურდოს სპირტის დუღილისას, რომელიც მიღებულია გაფუჭებული ყურძნიდან, ასევე დურდოს ბუნებრივი მიკროფლორის მაღალი შემცველობის დროს. 

 

გამოყენების წესი

გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-38°С) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ.

დაელოდეთ 20 წუთი და ისევ მოურიეთ.

რაც შეიძლება ადრე დაამატეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში, ავზის შევსების დაწყების დროს. ტემპერატურაღა სხვაობა სუსპენზიასა და ყურძნის წვენს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 10°C.

ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი, მიღებული მასის გადატუმბვით ან ინტენსიური მორევით.

ზემოთაღნიშნული მეთოდის და რეკომენდირებული დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს გახსნილი საფუარის მაქსიმალურ აქტივობას. 

 

შეფუთვა და შენახვა

შეფუთვა 0,5კგ.

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ (სასურველია 5-15°C ან 41-59°F) და მშრალ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: მჭიდროდ შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნული წესების გათვალისწინებით. გამოიყენეთ სწრაფად. 



განყოფილების სხვა საქონელი

Нет в наличии
Нет в наличии
Нет в наличии