საფუარის საკვები დანამატი NUTRIFERM AROM kg 1

საფუარის საკვები დანამატი NUTRIFERM AROM kg 1
არტიკული: EPC490
საწყობში
194.56
₾194.56
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

NUTRIFERM AROM  kg 1

ზოგადი მახასიათებლები

თავისუფალი ამინომჟავები, მნიშვნელოვანი წინამორბედები , რომლებსაც საფუარი იყენებს ისეთი ნივთიერებების სინთეზისთვის, როგორიცაა უმაღლესი სპირტები, რთული ეთერები და ალდეჰიდები, რომლებსაც დადებითი წვლილი შეაქვთ ღვინის არომატში. ამიტომ, წვენის და დურდოს თავისუფალი ამინომჟავებით გაჯერება, ავსებს პოტენციური წინამორბედების რაოდენობას და ზრდის არომატის ინტენსივობას და სირთულეს.

Nutriferm Arom – არის პრეპარატი, დამზადებული აუტოლიზირებული საფუარებისგან, მდიდარი თავისუფალი ამინომჟავებით და გადარჩენის ფაქტორებით (სტეროლები და გრძელჯაჭვიური უჯერი ცხიმოვანი მჟავები), რომლებიც ხელს უწყობენ საფუარის სიცოცხლისუნარიანობას და უზრუნველყოფენ წარმატებულ ფერმენტაციას. ამინომავები, რომლებიც შედიან  Nutriferm Arom-ის შემადგენლობაში, ავსებენ დურდოს ამინომჟავურ პროფილს და წარდგებიან არომატული წინამორბედების დამატებით წყაროდ რომლებსაც საფუარი თან ატარებს, ინახავს და იყენებს მრავალ მეტაბოლურ პროცესსში. 

როდესაც  Nutriferm Arom შერწყმულია საფუარის სხვა შტამებთან, რომლებსაც აქვთ მეტაბოლური გზები, რომლებიც აუცილებელია ამინომჟავების ტრანსფორმაციისთვის არომატულ ნივთიერებებად, წარმოიქმნება ღვინო მდიდარი, ინტენსიური და რთული არომატებით.

Nutriferm Arom ასევე ხელს უშლის სულფიდური ნაერთების წარმოქმნას აზოტის პირობებში.

გამოყენება

-  მეორადი არომატების გაძლიერება

-  ღვინის არომატული ინტენსიურობის და სირთულის გაზრდა, რომლებიც წარმოებულია ყურძნისგან აკრზე მაღალი მოსავლიანობით. 

-  მაღალი არომატულობით თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოები

-  დაპრესილი ღვინოების არომატული თვისებების გაზრდა

დოზირება

20–30გ/100ლ 

კანონით დაშვებული მაქსიმალური დოზა EU: 40გ/ჰლ.

გამოყენების წესი

გახსენით Nutriferm Arom მცირე რაოდენობით თბილ წყალში ან დურდოში (1:5). დაამატეთ ხსნარი დურდოში.  Nutriferm Arom შეიცავს აზოტს ამინომჟავის სახით. საფუარის მიერი მისი მოხმარების გასამარტივებლად, ის უნდა გამოყენებულიყოს დუღილის პირველ ეტაპებზე.

შეფუთვა და შენახვის წესი

1 კგ

ჰერმეტული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნული წესების გათვალისწინებით.



განყოფილების სხვა საქონელი