გარანტიები და მომსახურება

  • კომპანია ენოგრუპი 12 თვიან გარანტიას იძლევა ყველა პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალების.
  • ჩვენ გირჩევთ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შეინახოთ ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც თან ერთვის პროდუქტს გაყიდვისას.  
  • გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება პროდუქტზე, შემდეგ შემთხვევებში: 
    - თანდართულ საბუთებში (ინტრუქციებში) აღნიშნული საქონლის ექსპლუატაციის, შენახვის და ტრანსპორტირების წესების დარღვევა 
    - თქვენი მხრიდან დამოუკიდებელი რემონტის ან არასანქცირებული, უნებართვო ცვლილებების შეტანა 
    - ელექტრო ქსელების ნორმების დარღვევა/გადახრები
    - პროდუქტის არასწორი აწყობა და დაკავშირება
    - აღჭურვილობის გაუფრთხილებლობით მოვლა ან მოვლის ნაკლებობა, თუ ეს გათვალისწინებულია ინტრუქციის სახელმძღვანელოში 
  • კომპანია ენოგრუპი პრინციპულად ითვალისწინებს კანონს "მომხმარებელთა უფლებების დაცვის" შესახებ, რომლის მიხედვითაც მყიდველს შეუძლება შეძენილი საქონლის მაღაზიაში დაბრუნება ან გაცვლა, თუ: 

    • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში პროდუქტში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც შეუძლებელს ან მიუღებელს ხდის პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენებას და ეს ხარვეზი წარმოიქმნა მწარმოებლის ან გამყიდველის ბრალით 
    • აღმოფხვრის შემდეგ ხარვეზი ისევ ვლინდება დამოუკიდებელი მიზეზის გამო 
    • ჩვენი სერვის-ცენტრი ვერ ახერხებს დეფექტის გონივრულ ვადაში გამოსწორებას 
    • შეკეთების შემდეგ, პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება, წყვეტს რაიმე ფუნქციის შესრულებას. 

    თუ გაგიჩნდათ კითხვა გარანტიის, სერვისის მომსახურეობასთან, საქონლის დაბრუნება ან გაცვლასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენთან კონსულტაცია.