საფუარის საკვები დანამატი Nutriferm Arom plus, kg 1
- აღწერა
- ვიდეო
ზოგადი მახასიათებლები
დუღილის კვების და ბიოლოგიური რეგულატორი, რომელიც შედგება ავტოლიზებული საფუარისგან მაღალი შემცველობის თავისუფალი ამინომჟავებით და თიამინით.
Nutriferm® Arom Plus ძირითადად შეიცავს განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავებს, რომლის მოხმარება შეუძლიათ საფუარებს რთული ეთერების და სხვა არომატულად აქტიური ნაერთების წარმოებისთვის. როდესაც Nutriferm® Arom Plus გამოიყენება სხვა საფუარებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ამინომჟავის შემცველობის გამოსაყენებლად საჭირო მეტაბოლური გზები, მნიშვნელოვნად იზრდება ღვინის არომატული ინტენსივობა და სირთულე. ასევე ის უზრუნველყოფს გადარჩენის ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ საფუარის სიცოცხლისუნარიანობას და ამით უზრუნველყოფს წარმატებულ ფერმენტაციას.
Nutriferm Arom Plus — არის საკვები ნივთიერება, მიღებული საფუარისგან, რომელიც გადის ფერმენტულ ლიზისს, რასაც მოჰყვება თავისუფალი ამინომჟავების ფიზიკური დაყოფა და კონცენტრაცია.
Nutriferm Arom Plus ავსებს წვენში ამინომჟაის პროფილს და ავსებს არომატის წინამორბედებს, რომლებსაც საფუარი იყენებს ფერმენტაციის ადრეულ ეტაპებზე, არომატული ნაერთების შესაქმნელად.
Nutriferm Arom Plus ასევე შეიცავს გადარჩენის ფაქტორებს (სტეროლები და გრძელჯაჭვური უჯერი ცხიმოვანი მჟავები), რომლებიც ხელს უწყობენ საფუარის სიცოცხლისუნარიანობას, რითაც უზრუნველყოფს წარმატებულ დუღილს.
უნიკალური წარმოების პროცესი, გამოყენებული Nutriferm Arom Plus წარმოებისთვის, გამორიცხავს საფუარის გვერდით პროდუქტებს.
როგორც შედეგი, Nutriferm Arom Plus აძლიერებს სიტკბოს აღქმას.
გამოყენება
- ნეიტრალურ ჯიშებში მეორადი არომატების გაზლიერება
- არომატული ინსტენსივობის და ღვინის სირთულის გაზრდა, წარმოებული ყურძნისგან მიღებული აკრზე მაღალი მოსავლიანობით
- ძალიან არომატული ღვინოების წარმოება
- დაპრესილი ღვინოების ან მეორეხარისხოვანი ღვინოების არომატული თვისებების გაზრდა.
დოზირება
15–30 გ/100ლ
გამოყენების წესი
გახსენით Nutriferm Arom Plus მცირე რაოდენობით წყალში ან წვენში (1:10) და დაამატეთ დურდოში.
შეფუთვა და შენახვის წესი
1 კგ
ჰერმეტული შფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შინახეთ ზემოთაღნიშნული წესების გათვალისწინებით
