საფუარის საკვები დანამატი NUTRIFERM ENERGY kg 1
- აღწერა
- ვიდეო
ზოგადი მახასიათებლები
მეტაბოლური აქტივობის დასაწყისში საფუარს აქვს საკვები ნივთიერებების მოთხოვნილება, თუ კი არ არის დაკმაყოფილებული, ეს საფრთხეს უქმნის დუღილის წარმატებით დასრულებას. Nutriferm Energy შეიცავს ამინომჟავებს, ორგანულ აზოტს, მიკრონუტრიენტებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს და გადარჩენის ფაქტორებს, რომლებიც დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომია ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
Nutriferm Energy უზრუნველყოფს ალფა-ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს, მინერალებს და გადარჩენის ფაქტორებს, რომლებიც ბუნებრივად გვხდება საფუარის უჯრედში. მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავური აზოტის მოხმარებას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საფუარის გამრავლების ადრეულ ეტაპზე, როდესაც ალკოჰოლის და ჟანგბადის ნაკლებობა ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი, შეცვლილია ნივთიერებათა ცვლა და საკვები ნივთიერებების მოხმარების უნარი. Nutriferm Energy-ის წყალობით საფუარის უჯრედი ზრდის მის ექსპონენციალურ ზრდას, პირველ რიგში დუღილის ფაზის დაწყებისას.
ტექნიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ:
▪ უფრო მაღალია იმის შანსი, რომ შერჩეული საფუარი დომინირებს დუღილის დროს.
▪ არასასურველი ნაერთების წარმოების უფრო დაბალი შანსი (ძმარმჟავა, აცეტალდეჰიდი, H2S)
▪ უფრო ჯანსაღი საფუარის მეტაბოლიზმი, რომლის შედეგადაც მაღალია გლიცერინის, პოლისაქარიდების და სასურველ არომატების გამომუშავება
▪ დუღილის გაჩერების მცირე რისკი
▪ ფერმენტაციის უკეთესი კონტროლი და მართვა
Nutriferm Energy-ის დადებისი ეფექტები გამორჩეულად თვალსაჩინოა საფუარისთვის რთულ პირობებში, როგორიც არის დურდოს მაღალშაქრიანობა, ყურძნის ბოტრიტიზაცია, ძლიერი მიკრობიოლოგიური დაბინძურება და სხვა.
გამოყენება
- სტიმულირებს საფუარის მეტაბოლიზმს და ჯანსაღ ფერმენტაციას ნებისმიერ დურდოში და წვენში.
- ხელს უშლის დუღილის შეჩერებას და დუნე დუღილს რთულ პირობებში, როგორიც არის დურდო მაღალი ბრიქსის (Brix) შემცველობით, გაფუჭებული ყურძენი, მაღალი მიკრობული დაბინძურება და ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ღვინოების ხელახალი დუღილი.
- ფერმენტაცია სტრესულ პირობებში (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, აღდგენითი პირობები, pH-ის დაბალი მაჩვენებული, დაბალი სიმღვრივე და სხვა).
- pied de cuve დამზადება
დოზირება
▪ პირველადი ფერმენტაცია: 10–30 გ/100ლ
▪ დუნე ან შეფერხებული დუღილის მკურნალობა: 10–20 г/100л
▪ pied de cuve-ის დამზადება: 10–20 გ/100ლ
მაქსიმალურად დაშვებული დოზა EU: 40 გ/ჰლ.
გამოყენების წესი
გახსენით Nutriferm Energy მცირე რაოდენობის თბილ წყალში და დაამატეთ დურდოში ან ღვინოში. Nutriferm Energy უზრუნველყოფს აზოტს ამინომჟავების ფორმაში. იმისათვის, რომ მისი საფუარით გამოყენება შეამსუბუქოთ, საჭიროა მისი გამოყენება საწყის ეტაპებზე ან pied de cuve-ის დამზადების დროს.
შეფუთვა და შემახვის წესი
1 კგ
ჰერმეტული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშღალ და კარგად განიავებულ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნული წესების გათვალისწინებით.
