საფუარის საკვები დანამატი Nutriferm PDC Arom
- აღწერა
- ვიდეო
სპეციალური საკვები დანამატი
"PIED DE CUVE" მეორადი არომატების წარმოებისთვის
NUTRIFERM
PDC AROM -ეს არის საკვები დანამარი, მთლიანად წარმოებული საფუარის შტამიდან მდიდარი ამინომჟავებით, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული საფუარით დუღილის დროს, არომატული ნაერთების სინთეზისთვის. როდესაც ის გამოიყენება საფუარის განზავების დასამზადებლად (pied de cuve), ის ხელს უწყობს მეორადი არომატების სინთეზს დუღილის დროს. ამის შედეგად ცქრიალა ღვინოებს ექნებათ მეტად გამოხატული ხილის არომატი და კომპლექსური არომატი. ასევე, NUTRIFERM PDC AROM შეაქვს ელემენტები, აუცილებელი საფურის ზრდის და გადარჩენისთვის რთულ პირობებში, რომლებიც იქმნება მეორადი დუღილის დროს (სპირტის მაღალი წნევა, ჟანგბადის ნაკლებოდა, დაბალი ტემპერატურა):- ორგანული აზოტი: ხელს უწყობს საფუარის ზრდას და თავიდან აცილებს აღდგენითი არომატების გაჩენას.
- ვიტამინი B1(თიამინი): ძირითადი ელემენტი საფუარის ზრდისთვის და ცქრიალა ღვინის საბოლოო ხარისხისთვის. თიამინის დამატება ასევე აფერხებს აცეტალდეჰიდის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია გადამწიფებული ვაშლის არასასიამოვნო არომატზე.
-
სტეროლები და უჯერი ცხიმოვანი მჟავები: ზრდიან სპირტგამძლეობას, ამით ხელს უშლიან დუღილის შეფერხებას.-
საფუარის უჯრედის კედლები: მკვრივი ნივთიერება, რომლების მხარს უჭერენ საფუარს და შთანთქავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს (მოკლეჯაჭვური ცხიმოვანი მჟავები), რომელიც გამოიყოფა დუღილის დროს.
დოზირება
1 კგ
NUTRIFERM PDC AROM 1 კგ საფუარზე, რომელიც გამოიყენება pied de cuve-ის დასამზადებლად. დოზირება, EUკანონით მაქსიმალურად დასაშვები: 40 გ/100ლ (3.2 ft/1000 gal).
გამოყენება
საფუარის ზრდის სტიმულირება pied de cuve-ის დამზადების დროს და მეორადი არომატის ზრდა მეორადი დუღილის დროს.
გამოყენების წესი
გახსენით NUTRIFERM PDC AROM წყალში ან ღვინოში 1:10 თანაფარდობით. მუდმივად მოურიეთ თრომბების (დაგუნდვა) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. დაამატეთ pied de cuve-ში და მოურიეთ.
შეფუთვა
1 კგ
შენახვა
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.
