საფუარის საკვები დანამატი Nutriferm Advance, 10kg

საფუარის საკვები დანამატი Nutriferm Advance, 10kg
არტიკული: EPE414
საწყობში
94.24
₾94.24
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

НУТРИФЕРМ АДВАНС (NUTRIFERM ADVANCE) kg 10



კომპლექსური პრეპარატი სუფთა საფუარის კულტურებისთვის საკვები ნივთიერებებით ალკოჰოლური დუღილის შუა ეტაპზე, რეკომენდირებულია ყველა სახის ღვინისთვის.



ფასი მოცემულია 10 კგ 



ზოგადი მახასიათებლები

ძირითადი მიზეზი წითელი ღვინოების დუღილის შეფერეხების არის - სპირტით საფუარის უჯრედების კედლების დაშლა, კერძოდ მაღალი ტემპერატურის დროს. ფიზიოლოგიური ეფექტი - შაქრის სატრანსპორტო ცილების განადგურება, ეს იწვევს საფუარის სიკვდილს, შესაბამისად დუღილის გაჩერებას.

Nutrifarm Advance უზრუნველყოფს აზოტის შემცვლელი პრეპარატების შემოდინებას დუღილის შუა პერიოდში, რითაც ხელს უწყობს ცილებს, რომლებიც ტრანსპორტირებას უწევენ შაქარს, ნორმალურად შეასრულონ მათი ფუნქცია დუღილის დასრულებამდე. აზოტის შემოდინება უზრუნველყოფილია ამინომჟავებით საფუარის კედლებიდან და ამონიუმის აზოტიდან, რომლებსაც შეიცავს პრეპარატი. 

 Nutrifarm Advance ასევე უზრუნველყოფს საფუარის კედლებში შემავალი ცხიმების მოწოდებას. ეს იწვევს საფუარის უჯრედის მემბრანის გაძლიერებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს საფუარის წინააღმდეგობა ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მიმართ. 

 Nutrifarm Advance, საფუარის კედლებისა და ცელულოზის წყალობით, აქვს დეტოქსიფიკაციის ეფექტი მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ადსორბირებით, რომლებიც ცნობილია მათი საფუარის დამთრგუნველი ეფექტით.

Nutrifarm Advance უნდა დაემატოს ალკოჰოლური დუღილის შუა პერიოდში, რათა საფუარის უჯრედებს მიეცეს "ახალი სიძლიერე" მათი რიცხვის გაზრდისთვის და კარგი გამრავლებისთვის, ალკოჰოლური დუღილის პროცესის დასრულებამდე.

პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად რეკომენდირებულია ოქსიგენიზაციის ჩატარება (სუფთა ჟანგბადის დამატება).  

     - ჟანგბადის 10 მგ/ლ დუღილის 1/3 და 1,5/3 შუა პერიოდის დროს.

 

ყურადღება.  გარემოდან მიღებული ჟანდგბადის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

 

თავისუფალი აზოტის დაბალი შემცველობის შემთხვევაში (200 მგ/ლ-ზე ნაკლები), საჭიროა NUTRIFERM START დამატება დოზირებით 1,2 გ/დლ (დი-ამონიუმის ფოსფატი და თიამინი), ალკოჰოლური დუღილის საწყის ეტაპზე, საფუარის გაზრდის ეფექტური ფაზის მისაღებად. 

 

შემადგენლობა

უჯრედის კედლები/საფუარის მემბრანა, დი-ამონიუმის ფოსფატი, ცელულოზა.

 

გამოიყენება

ყურძნის წვენში სუფტა საფუარის კულტურის შეყვანისას, დაამატეთ თიამინი ან  Nutrifarm Start, იმ შემთხვევაში, თუ კი ყურძნის წვენს აქვს აზოტის დაბალი შემცველობა.

 

დოზირება

 2-4გ/10ლ, ფერმენტაციის პირობების შესაბამისად (ყურძნის სიმწიფე, ტემპერატურა, საფუარის შტამი)

 

გამოყენების წესი

გახსენით 1კგ Nutrifarm Advance დაახლოებით 10 ლ დასადუღებელ ყურძნის წვენში. დაშლა მოხდება მომენტალურად.

დაამატეთ მიღებული ხსნარი ყურზნის წვენში ალკოჰოლური დუღილის შუა ეტაპზე გადატუმბვის დროს. შეისაძლებელია წარმოიქმნას ქაფი, რაც არის ნორმალური მკვრივი ნივთიერებების დამატებისას ფერმენტაციის დროს. 

 

შეფუთვა და შენახვა

შეფუთვა 10კგ

 

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ, კარგად განიავებულ (უცხო სუნების გარეშე), მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ფრთხილად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში. გამოიყენეთ სწრაფად.  



განყოფილების სხვა საქონელი