American oak chips evOAK New Generation, 1 kg, roast type: NG.354A
- აღწერა
- ვიდეო
NG.354A
მუხის ჩიფსები დამზადებული ამერიკული მუხისგან უზრუნველყოფს რბილ ზეგავლენას, ორიენტირებულია ორგანოლეპტიკაზე და სტრუქტურაზე.
გამოყენება: Next Generation სერიის მუხის ჩიფსები, შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნებისთვის ღვინის წარმოების დროს.
ტრადიციულად, ჩიფსებს იყენებენ არომატული და გემოს სტრუქტურის კორექტირებისთვის, ასევე ფერის რეგულირებისთვის. მათი გამოყენების კიდევ ერთი მიზეზი - კონცენტრირებული ექსტრაქტის შექმნა შემდგომ განზავებისთვის. მცირე ზომის ჩიფსების დამატება შეიძლება ავზში ნაყარად. ფერმენტაციის შემდეგ ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ მსხვილი ჩიფსები საინფუზიო ჩანთებში.
დოზირება: ტესტირების პერიოდში გირჩევთ გაზარდოთ დოზა.
ფერმენტაცია: 1 - 3.5გ/1 ლ ან 0.5 - 2 კგ/ 1 ტ.
დაძველება: 0.6 - 2 გ/ 1 ლ, პროდუქტთან კონტაქტის დროს - 6 თვე. მაღალი დოზირება რეკომენდირებულია პროდუქტთან ხანმოკლე კონტაქტისას ან როდესაც ღვინო გამოიყენება კუპაჟისთვის.
პროდუქტთან კონტაქტის დრო: ექსტრაქციის დონე დამოკიდებულია ჩიფსების ზომაზე. პატარა ჩიფსები სწრაფად ექსტრაგირებენ და გამოიყენებიან უფრო ფერმენტაციის დროს. მსხვილი ჩიფსები გამოიყენებიან დაძველების პერიოდში და როგორც დამასრულებელი ელემენტი. მაწსიმუმ 6 თვე დაძველებისთვის და მინიმუმ 1 თვე პროდუქტის დამზადების დასრულებამდე. თუ დაძველების პერიოდი არ შეადგენს 6 თვეს, აუცილებელია დოზირების გაზრდა.
