ციტროგამ dry, 15კგ

ციტროგამ dry, 15კგ
არტიკული: EPE139
64.48
₾64.48
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

სტაბილიზატორი

CITROGUM DRY

ცივად-ხსნადი გრანულირებული გუმიარაბიკი

კომპოზიცია

Е414 გუმიარაბიკი, Е220 გოგირდის დიოქსიდი  (0,2%).

ზოგადი მახასიათებლები

Citrogum Dry - არის თხევადი Citrogum-ის გრანულირებული ფორმა.  მას აქვს იგივე ქიმიური, ფიზიკური და ენოლოგიური თვისებები, რაც თხევად ფორმას: კალციუმის დაბალი შემცველობა, აბსოლუტური გამჭვირვალობა წყალში გახსნისას და მაღალი ეფექტურობა კალიუმის ბიტარტრატის დალექვის თავიდან ასაცილებლად.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ Citrogum Dry შეიძლება ჩანაცვლებულ იყოს ზომიერად არასტაბილურ ღვინოებში ტარტრატების სტაბილიზაციის ტრადიციული ფიზიკური მეთოდებით. AMT Plus Quality-თან შეთავსებით გამოყენებისას, Citrogum Dry-ის მოქმედება მარტივდება და ხანგრძლივდება.

გარდა ამისა, Citrogum Dry ამცირებს სიმწარეს და სიმძაფრეს და ზრდის სირბილეს და სიტკბოს.

Citrogum Dry მცირე გავლენას ახდენს ჩამოსხმის დროს მემბრანის დაბინძურებაზე.

კოლოიდური ნარჩენების დალექვისგან ღვინის დაცვის და სტაბილიზაციისთვის, მისი დამატება შეიძლება საბოლოო ფილტრაციამდე.

Citrogum Dry მყისიერად იხსნება როგორც წყალში, ასევე ღვინოშიც, არ წარმოქმნის ნაწილაკებს.

გამოყენება

▪ ჩამოსხმისთბის მზა ღვინოებში ტარტრატების და კოლოიდების სტაბილიზაცია.

▪ ცქრიალა ღვინოებში ლიქიორის d'expédition მომზადებისას, პერლაჟის ხარისხის გასაუმჯობესებლად და კოლოიდების სტაბილიზაციისთვის.  

დოზირება

▪ 10 - 100 გ/ლ (0,8-8,3 ft/1000 gal.)

▪ 20 გ/100 ბოთლზე liqueur d'expédition დამზადებისას

რეკომენდირებულია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება სწორი დოზის დასადგენად, სტაბილიზაციის ეფექტურობისთვის, ფილტრაციაზე და ღვინის ორგანოლეპტიკურ თვისებებზე ზეგავლენისთვის.  

გამოყენების წესი

გახსენით Citrogum Dry წყალში ან ღვინოში 1:5 (20%)-1:10 (10%) თანაფარდობით. შეურიეთ დასამუშავებელ ღვინოს, გადტუმბვისას პროპორციული ტუმბოს ან ვენტურის მოწყობილობის მეშვეობით. დამზადებული ხსნარი გამოიყენეთ 24 საათის განმავლობაში. თუ პროდუქტი გახსნილია წყალში, არ გაზარდოთ კონცეტრაცია 20% მეტი. დაამეტეთ სუფთა, გამჭვირვალე, ჩამოსხმისთვის მზა ღვინოში. მაღალი დოზირებით გამოყენებისას დაამატეთ მიკროფილტრაციის შემდეგ დოზირების ტუმბოს მეშვეობით.

შეფუთვა და შენახვის წესი

15 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ, გრილ, მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა:  ფრთხილად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.

შესაბამისობა

პროდუქტი დამზადებულია ნედლეულისგან, რომელოიც შეესაბამება შემდეგ სპეფიციკაციებს:

რეგლამენტი (EU) N. 231/2012

Codex OEnologique International

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინოებისთვის:

რეგლამენტი (EU) N. 2019/934

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობისთვის TTB.

საკანონმდებლო შეზღუდვები:  2 ft-მდე/ 1000 გალ (0,24გ/ლ ღვინო) შესაბამისობით  27 CFR 24.246. 

შეიძლება გამოყენებულ იყოს 16 ft/1000 gal. (1,92გ/ლ ღვინო).  27 CFR 24.250 შესაბამისობით.