Sanaton
- აღწერა
- ვიდეო
Sanaton - სპეციალიზებული სადეზინფექციო, სარეცხი და აღმდგენი საშუალება ღვინის ავზებისთვის და მეღვინეობაში გამოსაყენებელი აღჭურვილობისთვის. გამოიყენება ბეტონის ავზის, მუხის კასრების, მილსადენების დასამუშავებლად, როდესაც ჩვეულებრივი დამუშავეა არაეფექტურია. ასევე ეფექტურია ობის, გაფუჭებისა და ძმრის სუნის მოსაცილებლად, ნადებისა და გაუფერულების მოსაშორებლად.
გამოშვების ფორმა:
SANATON ფხვნილი: კაუსტიკური სოდა, ნატრიუმის კარბონატი, ანიონური და არაიონური დეტერგენტები (90%-ზე მეტად ბიოდეგრადირებადი).
SANATON სითხე: NaOH 28% ხსნარი .
ზოგადი მახასიათებლები
თეთრი ფხნილი ან უფერო გამჭვირვალე სითხე.
SANATON წარმოადგენს სპეციფიურ ნაერთს, რომელიც შეიცავს ტუტე ანტისეპტიკურ ნივთიერებებს და გამწმენდ საშუალებებს. წარმოებულია ფხვნილის ან სითხის სახით, სხვადასხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია გაფუჭებული კონტეინერებისთვის, რომლებსაც ობის ან გაფუჭებული სუნი აქვთ, ასევე ღვინის ავზებისთვის, რომლებსაც აქვთ მჯავე ან ძმრის სუნი, და რომლებისთვისაც ჩვეულებრივი წმენდა საკმარისი არ აღმოჩნდა.
ახალი ხის ავზები არ მუშავდება SANATON-ით.
პროდუქტი ძალიან ეფექტურია ნადების მოსაშორებლად და კასრებში აშორებს ღვინის წითელ ლაქებს.
დოზირება
გამოიყენება 1% ხსნარი ჩვეულებრივი პროფილაქტიკისთვის და 5% იანი ხსნარი მეტად აგრესიული წმენდისთვის. ( პროდუქტის 1 - 5კგ, ყოველ 100 ლიტრა წყალზე ).
გამოყენების წესი
კასრების, ავზების გასუფთავებისთვის - ჩაასხით ხსნარი, მიეცით დრო შეწოვისთვის, დროდადრო ურიეთ.
ავზებისთვის, რომლებსაც აქვთ ობის ან ძმრის ძლიერი სუნი, შეათბეთ ხსნარი და დაიცავით სიფრთხილოს ზომები.
თუ ავზები ძლიერი დაბინძურებულია, შესაძლებელია მოგიწევთ SANATON-ით რამოდენიმე ჯერ დამუშავება. ყოველ ჯერზე აუცილებელია თბილი წყლით საფუძვლიანად გამორეცხვა, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
შედეგი შეიძლება იყოს გაუმჯობესებული თუ გამოიყენებთ კომბინირებულად SANATON და DETERSOL, მჟავე საწმენდი საშუალება.
DETERSOL ზრდის SANATON ეფექტურობას, ის აშორებს ტუტოვან ნარჩენებს. თავიდან ყოველთვის გამოიყენეთ SANATON, შემდეგ გამორეცხეთ, და გამოიყენეთ DETERSOL. ავზების და კასრების დასამუშავებლად სასურველია, რომ დამუშავების ბოლოს მოხდეს დეზინფექცია გოგირდის დიოქსიდით (სპრეი ან გოგირდის აბები).
შაფუთვა და შენახვა
1 კგ შეფუთვა (პარკი), 1 კგ ბოთლი
ჰერმეტული შეფუთვა: შინახეთ სუფთა, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას
გახსნილი შეფუთვა: დალუქეთ შეფუთვა და შეინახეთ სინესტის და მჟავეებისგან შორს.
წარმოება- Enartis, იტალია.