Bentonit Pluxbenton N kg 20
- აღწერა
- ვიდეო
PLUXBENTON N
გრანულირებული ნატრიუმის ბენტონიტი. PLUXBENTON N BENTONIT აერთიანებს კარგ გამაღიავებელ ეფექტს და პროტეინების მოცილების შესანიშნავ თვისებას. PLUXBENTON N ასევე ძალიან ეფექტურია რიბოფლავინის შესამცირებლად, მოლეკულის, რომელიც პასუხისმგებელია "შუქის გემოს" დეფექტზე თეთრ ღვინოებში. .
დოზირება: 20-120 გ/100ლ
პლუქსბენტონ ნ (PLUXBENTON N)
გრანულირებული ბენტონიტი ღვინოების წარმოებისთვის
ზოგადი მახასიათებლები
ნაცრისფერი გრანულები სუნის გარეშე;
ბენტონიტი PLUXBENTON N – არის ნატურალური მინერალი, ალუმინის ოქსიდი.
ბენტონიტს აქვს უნიკალური თვისება - ტენიანობის ზემოქმედებისას ის ძალიან ძლიერად დიდდება, რითაც წარმოქმნის გელს, რომლის მოლეკულებიც უარყოფითად არის დამუხტული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბენტონიტის უარყოფითად დამუხტული ბენტონიტის მოლეკულები, ელექტროქიმიურ ურთიერთმოქმედებაში შედის ღვინოში არსებულ დადებითად დამუხტულ კოლოიდებთან, კერძოდ ცილებთან.
ბენტონიტების მთავარი ამოცანაა ღვინის მასალების ხარისხიანად გაღიავება, არასტაბილური ცილოვანი კომპონენტების შებოჭვით და ადსორბციით. მკვრივი და კომპაქტური ნალექის სწრაფი ფორმირება, ღვინის შემდგომი ფილტრაციის გაუმჯობესებით. ბენტონიტების გამოყენება ამცირებს თეთრ ღვინოში არსებულ რიბოფლავინის რაოდენობას, რომელიც იწვევს ღვინის ფერის ნეგატიურ ცვლილებებს, ეგრე წოდებული "შუქის გემო".
შემადგენლობა
PLUXBENTON N - ნატურალური ნატრიუმის ბენტონიტია, ნატრიუმის მაღალი შემცველობით Ca-ზე მეტი, კარგად ფუვდება და აქვს ძლიერი გამაღიავებელი ეფექტთ. PLUXBENTON N გრანულირებული ბენტონიტია, რომელსაც ძლიერი ადსორბციული თვისება აქბს, პროტეინების შესანიშნავი შეკავშირება.
გამოყენება
PLUXBENTON N – შეიძლება გამოყოენებულ იყოს ტკბილის სწრაფი გაღიავფებისთვის, ალკოჰოლური დუღილის დროს უფრო მკვრივი და კომაქტური ნალექის ფორმირებისთვის და ღვინის მასალის გაღიავებისთვის და ცილოვანი სტაბილიზაციისთვის.
ბენტონიტი სორბირებს მაღალმოლეკულურ ცილებს, ამიტომ დურდოს ასეთი დამუშავებისას ჟანგვითი ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ამოღებული, კერძოდ ოქსიდაზი, ტიროზინაზი და ლაქტაზი, შესაბამისად ღვინის ასეთ მასალებს ნაკლები მგრძნობელობა აქვთ ოქსიდაზა კასის მიმართ. PLUXBENTON N უნდა გამოყენებულ იყოს მაშინ, როდესაც დურდო მიღებულია Botrytis-ით ინფიცირებული ყურძნისგან. ბენტონიტის გამოყენება ლაგ-ფაზის დროს (დუღილის საწყის ეტაპზე, რომლის დროსაც საფუარის განიცდის გარემო პირობებთან ადაპტაციას, როდესაც კულტურა განვითარების საწყის ეტაპზეა), მიიღება ალკოჰოლური დუღილის სტაბილური და სრული პროცესი. საბოლოო შედეგი არის კრისტალურად სუფთა ღვინო მცირე ნალექით. PLUXBENTON N-ით ღვინის მასალის დამუშავებისას ხდება სწრაფი და მაღალი ხარისხის გაღიავება, მცირე და მკვრივი დალექვა და ცილოვანი სტაბილიზაცია. PLUXBENTON N ასევე რეკომენდირებულია ძმრის წარმოაბისთვის.
დოზირება
4-12 გ/10ლ - დურდოსთვის და ღვინისთვი;
2-4 გ/10ლ - ალკოჰოლური დუღილის დროს;
10-25 გ/10ლ - ძმრის დამუშავებისთვის.
ყოველთვის წინასწარ ჩაატარეთ ლაბორატორიული ტესტი, ზუსტი დოზირების დასადგენად.
გამოყენების წესი
PLUXBENTON N გამოყენებამდე უნდა დაუმატოთ ცივი წყალი, კარგად მოურიოთ და გაიაროს გაფუების ეტაპი.
აუცილებელია ნელა გახსნათ პროდუქტი საკმარისი რაოდენობის წყალში პროპორციით 1:20: (5% ხსნარი) კარგად მოურიეთ სუსპენზიის ჰომოგენიზაციისთვის. მიღებული გელი უნდა გაფუვდეს 3-6 საათის განმავლობაში, შემდეგ ისევ მოურიეთ და დაამატეთ დასამუშავებელ ღვინოში. ტუმბოთი გადატუმბეთ ღვინო შეყვანილი ბენტონიტით, დახურული ციკლის შექმნით, გელის უკეთესი მორევისთვის დასამუშავებეულ სითხეში. გელის შესაყვანად გამოიყენეთ ინგრედიენტების ტუმბო-დოზატორი ან ვენტურის მილი. საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ბენტონიტის შეყვანა ხდება დასამუშავებელი სითხის მოცულობის მინიმუმ ნახევარში.
