კალიუმის ბიოკარბონატი

კალიუმის ბიოკარბონატი
არტიკული: EPC096
შეკვეთით
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

კალიუმის ბიოკარბონატი(POTASSIUM BICARBONATE)



ტკბილში და ღვინოში მჟავიანობის დამწევი საშუალება

 

ზოგადი მახასიათებლები

გამჭვირვალე კრისტალები, სუნის გარეშე, სტაბილურები ჰაერთან კობტაქტისას.

 

შემადგენლობა

კალიუმის ბიოკარბონატი

 

გამოყენება

ღვინო და სხვა სასმელები, მცენარეული და შერეული კონსერვები, ხილი და ბოსტნეული.  პრეპარატი განკუთვნილია მჟავიანობის დასაწევად, იწვევს ღვინის ქვის კრისტალების სწრაფ დალექვას და ღვინის სწრაფ მომზადებას ჩამოსხვისთვის. ეს ქიმიური მეთოდია, რომელიც ეფუძნება ღვინის მჟავას და კალიუმის ბიკარბონატის ურთიერთმედებას. მჟავიანობის შემცირება ხდება პრეპარატის შეტანისთანავე. კალიუმის ბიკარბონატით დამუშავებულ ღვინოში, სტაბილურობის მინიჭების და ქიმიური წონასწორობის მიღწევის დროს შემცირების მიზნით, რეკომენდირებულია დემჟავიზაციის პროცესის შემდეგ, ცივი დამუშავების ჩატარება. კალიუმის ბიკარბონატის გამოყენებისას ილექება ღვინის ქვა (კალიუმის ჰიდროტარტრატი). ცარცის გამოყენებით მჯავას შემცირებისგან განსხვავებით, კალიუმის ბიკარბონატთან მუშაობისას შესაძლებელია კალიუმის წყალბადის ტარტრატის კრისტალების დალექვის დაჩქარება ცივი დამუშავებით ან კონტაქტური მეთოდით (კალიუმის ბიკარბონატის ინტენსიური შერევა გაცივებულ ღვინოში -4 დან +4 გრადუს ცელსიუსამდე). ხდება კრისტალების სწრაფი დალექვა და მათი გამოყოფის შემდეგ ღვინო მზადაა შამოსასხმელად.  ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტაქტური მეთოდიც, რომლის დახმარებითაც ღვინის სტაბილურობა მიიღწევა რამოდენიმე დღეში. მარტივი ალტერნატივა არის ზამთრის სიცივე. თუმცა სარდაფში ნორმალურ ტემოერატურაზე, კრისტალების დალექვას რამოდენიმე კვირა სჭირდება. მიღებული მჯავიანობის მაჩვენებელი, შეიძლება იყოს დაფიქსირებული მხოლოდ კალიუმის ჰიდროტარტრატის სრული დალექვის შემდეგ, ანუ შესაბამისი შენახვის ან ცივი დამუშავების შემდეგ, ან ალტერნატივად - კონტაქტური მეთოდის გამოყენებისას. 

 

 

დოზირება

რეკომენდირებული დოზირება -13,5 გ/დალი ანეიტრალებს მჟავიანობის 1%

 

შენიშვნა– ოპტიმალური დოზა გამოითვლება ტიტრირებული მჟავიანობის დასაწევად არაუმეტეს  3  გ/დმ3.  3  გ/დმ3 მეტად მჟავიანობის დასაწევად პრეპარატი არ არის რეკომენდირებულია.

 

 

გამოყენების წესი

გახსენით ღვინოში, პერიოდულად მოურიეთ გაცივებამდე.

მჟავიანობის დაწევისას გამოიყოფა СО2, ამიტომ რეზერვუარში უნდა იყოს საკმარისი ადგილი.

 

შეფუთვა და შენახვა

ტომარა  1 კგ.

ტომარა  25/50კგ.

შეინახეთ მშრალ, გრილ და განიავებულ ადგილას.

 

ქიმიური და ფიზიკური თვისებები

 

ქიმიური ფორმუკა                                      KHCO3

ხსნარი 10გ/ლ                                                 გამჭვირვალე

ფერი                                                                  არ აქვს (ან ოდნავ შეფერილი)

შემცველობა  (% KHCO3)                            > 99

ტენიანობა (% H2O)                                       < 1

მძიმე მეტალები (ppm.Pb)                          < 10

დარიშხანი (ppm.As)                                     < 3

ტყვია (ppm.Pb)                                                < 5

ქლორიდები (% Cl)                                      < 0.5

სულფატები(% SO4)                                    < 0.5

მითითებული მაჩვენებლები განსაზღვრულია ოფიციალური მეთოდით ან ესეკოს მეთოდით. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ აღწერილობაში.

 

პროდუქტი შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს:

 

DM 26.4.69 (მინარევები და ენოლოგიური დანამატები)

DPR. 12/02/1965 (ენოლოგიის კანონი)

წესები EEC 822/87

DM 31/3/1965 და სხვა შემდგომი ცვლილებები