EFFERBARRIQUE
- აღწერა
- ვიდეო
ეფერგრან დოზე 5, ეფერბარიკი
ანტისეპტიკი და ანტიოქსიდანტი გრანულირებულ ფორმაში
ზოგადი მახასიათებლები
თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის გრანულები, მსუბუქი გოგირდის დიოქსიდის სუნით
გოგირდის ანგიდრიდი, სხვადასხვა ფორმით, არის შეუცვლელი დამხმარე პრეპარატი მეღვინეობაში მისი მრავალმხვრივი ფუნქციების გამო.
გამოყენებული დოზიდან გამომდინარე, SO2 -ს შეუძლია მოახდინოს ინგიბირება ან დაარეგულიროს არასასურველი მიკროფლორა და გამოავლინოს ეფექტური ანტიოქსიდანტური თვისებები, ასევე დათრგუნოს ჟანგვითი ფერმენტები ტიროზინაზა და ლაკაზა.
ეფერბარიკი არის პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს შუშხუნა გრანულებს, რომელიც შეიცავს კალიუმის მეტაბისულფიტს და კალიუმის ბიკარბონატს. ტკბილის ან ღვინოს დამუშავებისას, ის მაშინვე იხსნება. გრანულების ზომა შერჩეულია ისე, რომ სწრაფად დაიშალოს სითხის ზედაპირზე. ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ღვინო დროებით ინახევა ნაწილობრივ შევსებულ რეზერვუარში. ეფერბარიკის გამოყენება საჭიროა SO2 მაღალი დროული კონცეტრაციის მისაღებად, მხოლოდ იქ, სადაც ეს აუცილებელია - ანუ ღვინის ზედაპირზე. რეაქციის დროს გამოთავისეფლებული CO2 არსებობა, ისევე როგორც კალიუმის ბიკარბონატის გავლება ღვინის მჟავიანობაზე, უმნიშვნენლოა.
შემადგენლობა
კალიუმის მეტაბისულფიტი 75%.
კალიუმის ბიკარბონატი 25%.
გამოყენება
ეფერბარიკი მცირე ზომის ავზში ან კასრსში შენახული ღვინის სულფიტაციისთვის გამოიყენება. ღვინოში პრეპრატების შეტანისას, მაშინვე იწყება რეაქცია და გოგირდის ანგიდრიდის გამოყოფა ღვინის ზედაპირზე, რაც უზრუნველყოფს ჰაერში ჟანგბადით დამჟავებისგან დაცვას. 6-7 დღის შემდეგ გოგირდის ანგიდრიდი იშლება ზედაპირიდან მორევის გარეშე.
დოზირება
ეფერბაბიკი: 5გ შეფუთვა «შეიცავს» 2გ SO2
გამოყენების წესი
დაამუშავეთ ღვინო პრეპარატის მოთავსებით უშუალოდ მის ზედაპირზე. წინასწარ პრეპარატი არ გახსნათ (სითხეში). დამუშავების შემდეგ არ არის აუცილებლობა დაამუშავოთ ღვინო.
შეფუთვა და შენახვა
პრეპარატის გამოშვება ხდება მუყაოს შეფუთვებში.
ეფერბარიკი: ერთ შეფუთვა შეიცავს 40 ცალ 5გრამიან პაკეტს
ყურადღება: ძალიან ჰიგიროსკოპიული პროდუქტია! შეინახეთ მშრალ ოთახში.
პროდუქტი შეესაბამება მეღვინეობის საერთაშორისო კოდექსს: რეგ.2000
პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობისთვის, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობით: CE 1493/99
