Solfosol M kg 25

Solfosol M kg 25
არტიკული: EPE617
შეკვეთით
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

Solfosol М

 

კალიუმის ბისულფიტის წყლის სუფთა ხსნარი

 

კომპოზიცია

კალიუმის ბისულფიტის წყლის ხსნარი - 150 გ/ლ SO2.

 

ზოგადი მახასიათებლები

 

კალიუმის ბისულფიტის წყლის სუფთა ხსნარი SO2 კონცეტრაციით 150გ/ლ.

Solfosol M რეკომენდირებულია ღვინოში გოგირდის დიოქსიდის საბოლოო დამატებისთვის, განსაკუთრებით ავტომატურ ხაზში უშუალოდ ჩამოსხმის წინ დოზირების დროს.

 

გამოიყენება

ღვინის ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული დაცვა

 

დოზირება

 

10 მლ/სთ Solfosol M უზრუნველყოფს SO2 15 მგ/ლ.

ევროკავშირში, (EU) N. 606/2009 რეგლამენტის და (EU) 2019/934 რეგლამენტის თანახმად, გოგირდის დიოქსიდის ზოგადი შემცველობა ღვინოში, ბაზარზე მათი გამოშვებისას, არ უნდა აღემატებოდეს:

a) 150 მგ/ლ წითელი ღვინოებისთვის;

b) 200 მგ/ლ თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის;

c) 185 მგ/ლ ხარისხიანი ცქრიალა ღვინოებისთვის;

г) 235 მგ/ლ სხვა ცქრიალა ღვინოებისთვის.

შაქრის შემცველობის მქონე ღვინოებისთვის, გამოხატული გლუკოზის და ფრუქტოზის ჯამური რაოდენობით, არანაკლებ  5გ/ლ, ასევე ლიქიორული ღვინოებისთვის, იხ. ზემოთაღნიშნული დებულება I B რეგლამენტთან.

სახელმწიფოები- ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ უფრო მკაცრი შეზღუდვების გამოყენება ღვინოებზე, რომლებიც წარმოებულია მათ ტერიტორიებზე.

ევროკავშირშის არაწევრი ქვეყნებისთვის და ღვინის გარდა სხვა სფეროებში გამოყენებისას, მიმართეთ მოქმედ კანონმდებლობას.

 

გამოყენების წესი

 

გამოიყენეთ პროდუქტი ისეთი, როგორიც არის.

დაუმატეთ ღვინოს ჰომოგენურად, შეძლებისდაგვარად დოზირებული გადატუმბვის მეშვეობით

 

შეფუთვა და შენახვის წესი

 

25კგ

ჰერმეტული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას, სინათლისგან შორს, 10-25 °C (50-77°F) ტემპერატურაზე.  

გახსნილი შეფუთვა: მჭიდროდ დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ სწრაფად.

 

შესაბამისობა

 

პროდუქტი შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს:

Codex Œnologique International)

რეგლამენტი (EU) N. 231/2012

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის:

რეგ. (EU) N.606/2009

რეგ. (EU) 2019/934 (გამოიყენება 2019 წლის  7 დეკემბრიდან).