უნივერსალური ღვინის საფუარი ENARTIS FERM TOP 15, 10 kg

უნივერსალური ღვინის საფუარი ENARTIS FERM TOP 15 kg 10
არტიკული: EPC159
127.36
₾127.36
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS FERM TOP 15 kg 10

 

უნივერსალური აქტიური მშრალი საფუარი, მაღალის დუღილის აქტივობით

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

Saccharomyces cerevisiae ex ph.r. bayanus, ენარტისის სელექცია.

ბუნებრივ მიკრობიოლოგიურ ფლორაზე დომინირების მაღალი უნარი (კილერ ფენოტიპი)

სპირტგამძლეონა, 17% -მდე მოც

დუღილის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი  10-28ºС.

ლაგ-ფაზის ხანმოკლე პერიოდი, სწრაფი დადუღება და სპირტის დუღილი, შაქრის სრული ამოდუღება "მშრალად".

აზოტის და ჟანგბადის დაბალი საჭიროება.

სულფიტ-რეზისტენტული (50მგ/ლ-მდე თავისუფალი SO2).

აქვთ ფანთელისმაგვარი ნალექის წარმოქმნის უნარი დუღილის დასრულების შემდეგ

 

ენოლოგიური ეფექტი

ქაფწარმოქმნა - საშუალოდ მაღალი.

SO2 და H2S უმნიშვნელო წარმოქმნა სპირტის დუღილის დრო.

აქროლადი მჟავეების წარმოქმნა 0,15 - 0,25 გ/ლ (ძმარმჟავაზე გაანგარიშება).

გლიცერინის წარმოქმნა 5-7 გ/ლ-მდე

არომატული ნივთიერებების წარმოქმნა მერყეობს დაბალ და საშუალო მაჩვენებლებს შორის. შტამი ხელს უწყობს ყურზნის ჯიშური არომატის გამოხატვაში.

 

 

გამოყენება

აღნიშნული შტამი რეკომენდირებულია:

 - წითელი და თეთრი ღვინოებისთვის, სპირტის მაღალი შემცველობით.

 - ფერმენტაცია ტემპერატურის კონტროლის გარეშე. 

 - ფერმენტაციის აღდგენა.

 - ცქრიალა ღვინოების მეორადი დუღილი.

 - ფერმენტაცია არახელსაყრელ პირობებში

 

 

დოზირება

2 - 4 გ/დლ 

მაღალი დოზირება გამოიყენება დურდოს სპირტის დუღილისას, რომელიც მიღებულია გაფუჭებული ყურძნიდან, ასევე დურდოს ბუნებრივი მიკროფლორის მაღალი შემცველობის დროს. 

 

 

გამოყენების წესი 

გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-38°С) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ.

დაელოდეთ 20 წუთი და ისევ მოურიეთ.

 

რაც შეიძლება ადრე დაამატეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში, ავზის შევსების დაწყების დროს. ტემპერატურაღა სხვაობა სუსპენზიასა და ყურძნის წვენს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 10°C. ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი, მიღებული მასის გადატუმბვით ან ინტენსიური მორევით.

ზემოთაღნიშნული მეთოდის და რეკომენდირებული დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს გახსნილი საფუარის მაქსიმალურ აქტივობას. აღნიშნული საფუარის ინოკულაციისას, მეორედი დუღილისთვის, მიჰყევით სხვა პროტოკოლის ინსტრუქციას, რომელიც განკუთვნილია აღნიშნული მიზნებისთვის.

 

შეფუთვა და შენახვა

10კგ მუყაოს ყუთი.

 

პროდუქტი ინარჩუნებს თავის თვისებებს 3 წლის განმავლობაში, შენახვის წესების გათვალისწინებით- დალუქულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე.  

პროდუქტის შენახვა გრილ ადგილას ახანგრძლივებს მათ ვარგისიანობას.

პროდუქტის ხანგრძლივი შენახვა  35°С ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, და/ან ნოტიო გარემოში - ამცირებს მის აქტივობას

 

პროდუქტი შეესაბამება ენოლოგიის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნებს