ავსტრიული ღვინო მზარდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე

ავსტრიული ღვინო მზარდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე
12.05.2023

2022 წელს ექსპორტმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 231 მილიონი ევრო .
 
ფასების ყველაზე დიდი მატება თეთრმა ღვინოებმა და Sekt-მა აჩვენა. ავსტრიულ ღვინოს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ჰქონდა კანადაში, აშშ-ში და ჩრდილოეთ ევროპაში.

ავსტრიის სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წელს 67,7 მილიონი ლიტრი ღვინო არის ექსპორტირებული, რაც 231,3 მილიონი ევროს ღირებულების ექვივალენტია.

«საექსპორტო ბაზრებზე წარმატება და განსაკუთრებით რეკორდული საშუალო ფასი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინის ინდუსტრიისთვის. ინფლაციის ამჟამინდელი ტალღა ძლიერად ურტყამს ჩვენს მეღვინეებსაც, ამიტომ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათი დამატებული ღირებულების გაზრდაზე.», – ხაზს უსვამს კრის იორკი, Austrian Wine-ის გენერალური დირექტორი (ავსტრიის ღვინის მარკეტინგის საბჭო).

სიაში დაბრუნება