ცქრიალა Veuve Du Vernay ალუმინის ბოთლში

ცქრიალა Veuve Du Vernay ალუმინის ბოთლში
10.05.2023

BGPL USA, ცნობილი ფრანგული ღვინის სახლების ამერიკული იმპორტიორი და ტრეიდერი, წარმოადგენს ინოვაციურ შეფუთვას დახვეწილი ცქრიალა ღვინისთვის Veuve du Vernay Ice Rosé მოცულობით 250 მლ.
  
ინოვაციური ფორმატი აკმაყოფილებს გამძლეობის მოთხოვნებს ღვინის ინდუსტრიაში.  ალუმინის ბოთლი "გამოცმულია" Veuve du Vernay-ს საფირმო ვარდისფერ ტონებში და აქვს ადვილად გასახსნელი თავსახური ბეჭდით.

«ჩვენ გვინდა გავაოცოთ ჩვენი მომხმარებლები და შევინარჩუნოთ ის ხარისხი, რომელსაც ისინი მიჩვეულნი არიან რომ მიიღონ Veuve du Vernay კოლექციიდან.», – ამბობს კარლოს ვარელა (Carlos Varela),BGPL USA გენერალური დირექტორი. – «მდგრადი განვითარება ჩვენი ძირითადი ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენი მომხმარებლების მსგავსად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებს, რომელიც ამცირებს ჩვენს ნახშირბადის კვალს. კვლევებმა აჩვენა, რომ 1 ტონა ალუმინის გადამუშავება, უზრუნველყოფს 96% ენერგიის დაზოგვას მინასთან შედარებით.».

მწარმოებლები ამბობენ, რომ ალუმინის შეფუთვა მომხმარებელს აძლებს რამდენიმე უპირატესოვას: პირველ რიგში სწრაფი გაციება, მეორე - "ის არ დაიმტვრევა, ამიტომ აღნიშნული პროდუქტის გამოყენება გარეთ - პიკნიკზე, სანაპიროზე, აუზთან, ეს  კომფორტული და მიმზიდველი ალტერნატივაა 750მლ ბოთლებთის".

სიაში დაბრუნება