შეგიძლიათ აღწერილობით გამოიცნოთ თეთრი ღვინო?

შეგიძლიათ აღწერილობით გამოიცნოთ თეთრი ღვინო?
02.05.2023

1) ეს არის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ბურგუნდიიდან, რომელიც მისი მრავალფეროვნების წყალობით ის გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. შამპანში მისგან ამზადებენ ლეგენდარულ ღვინოებს Blanc de Blancs სტილში.

პასუხი: შარდონე.

ეს ღვინო ცნობილია 40ზე მეტ ქყეყანაში, ასევე არის შამპანურის წარმოებისთვის დაშვებული სამი ძირითადი ჯიშისგან ერთერთი.

2) საფრანგეთში ამ ჯიშისგან აწარმოებენ ელეგანტურ ღვინოებს ციტრუსოვანი და მცენარეული ნიუანსებით, ხოლო ახალზელანდიურმა სტილმა დაიპყრო მსოფლიო მარაკუიას, გუავას და სხვა ტროპიკული ხილის ნოტებით.

პასუხი: სოვინიონ ბლან.

იგი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში: ჯიში შესანიშნავად ადაპტირდება სხვადასხვა რეგიონებში. გრილ ლუარის ხეობაში ის სავსეა მინერალურობით, ხოლო ცხელ ჩილიში - მწვანე წიწაკით და კუნკრუხელათი.

3) გერმანიაში ამ ჯიშმა მიიღო ღვინის მეფის ტიტული. ჭიქაში ღვინო ავლენს ციტრუსოვან, ატმის, გარგრის, ჟასმინის პალიტრას, ზოგჯერ ნავთის სუნიც კი ასდის.

პასუხი: რისლინგი.

რისლინგის სამშობლოა გერმანია, მაგრამ მისგან ღვინოებს აწარმოებენ ავსტრიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. ბენზოლის მოტივები ზოგადად ჩნდება დაძველების პროცესში, მაგრამ ასევე გვხდება ახალგაზრდა ღვინოებშიც, გარკვეულ კლიმატურ პირობებში.

მოახერხეთ თუ არა გამოცნობა?

სიაში დაბრუნება