ღვინო ისტორიით: ტრადიციები და მოდერნი Gaja ღვინორბში

ღვინო ისტორიით: ტრადიციები და მოდერნი Gaja ღვინორბში
17.04.2023

ანჯელო გაია – ერთერთი ყველაზე ცნობილი მეღვინეა იტალიაში. მეღვინეების დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი, ის პიემონტის ტექნოლოგიური რევოლუციის სათავეებთან იდგა და უზარმაზარი წვლილი შეიტანა ბარბარესკოს ღვინოების პოპულარიზაციაში. 60 წლის განმავლობაში ის აწაწმოებს დიდებულ ღვინოებს Gaja ბრენდის ქვეშ ("გაია").

გვარია გაია მოდის ესპანეთიდან. XVII საუკუნეში ისინი გადავიდნენ პიემონტში და 1859წელს გახსნეს პატარა ღვინის ქარხანა ბარბარესკოში.
1990-იან წლებში ოჯახმა იყიდა საუკეთესო ნაკვეთები ვენახებისთვის და ააშენა ახალი მარანი. 1937 წელს დინასტიის დამაარსებლის, ჯოვანი გაიას, შვილიშვილმა და სეხნიამ, საკუთარი სახელით დაიწყო ღვინოების წარმოება და ბოთლებში მხოლოდ წარმატებული რთველისგან ღვინის ჩამოსხმა, დანარჩენი კი გაგზავნა გასაყიდად. ეს პრინციპი - ღვინის წარმოება მხოლოდ კარგ და საუკეთესო წლებში - დღემდე რჩება უმთავრესი გაიასთვის.

დღეს არ შეიძლება გაიას ეწოდოს მოდერნისტი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ის სადღაც შუაში აბალანსებს, მაგრამ ის ნამდვილად ერთერთი პირველი იყო.

ანჟელომ თითქის მაშინვე დაიწყო მეღვინეობაში წესების შეცვლა. შეწყვიტა ყურძნის შესყიდვა, დაიწყო ვაზის მოსავლიანობის ხელოვნურად შემცირება, პირველმა გამოიყენა მალოლაქტიური დუღილი, ტემპერატურის კონტროლი დუღილის დროს, ფრანგული კასრები დასაძველებლად და ზოგიერთ რაიონში ნებიოლის ნაცვლად წითელი და თეთრი საერთაშორისო ჯიშებიც კი დარგო. ანჯელოს ინტუიციამ არ უმტყუა: მისი ყველა ღვინო გამოდიოდა არაჩვეულებრივად დახვეწილი და ელეგანტური.

ახლა მისი ვენახების ყველა, თითქმის 300ჰა, ინერგება ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერის მდგრადი გზები (ბალახების დაფარვა, ორგანული სასუქები, მავნებლების კონტროლის რბილი მეთოდი).


სიაში დაბრუნება