ასოტანი, AST, 1 kg

ასოტანი, ASTkg 1
არტიკული: EPE185
81.41
₾81.41
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ასოტანი/AST

 

შეფუთვა 1კგ

შეიცავს კალიუმის მეტაბისულფიტს, ასკორბინის მჟავას და ჰიდროლისებად ტანინს ზუსტად სბალანსირებულ რაოდენოებში, რაც მაქსიმალურს ხდის ანტიოქსიდანტურ და ანტიმიკრობულ მოქმედებას. ყურძნისთვის გამოყენებისას ასოტანი უზრუნველყოფს ანტიბაქტერიალურ და ანტიოქსიდანტურ დაცვას, რომელიც უზრუნველყოფილია გოგირდის დიოქსიდით, ამავე დროს მაცერაციის მოქმედების შეზღუდვით.  გამოყენებადია ყურძნის დამუშავებისთვის, რომელიც განკუთვნილია ცქრიალა ღვინის, ფენოლური ნივთიერებებით მდიდარი თეთრი ღვინისთვის და ყურძნისთვის, რომელიც მოკრეფილია მექანიკურად. ტკბილის დამუშავებისას, რომელიც იყო მიღებული ყურძნისგან, მდიდარი არომატული წინამორბედებით, ის ეხმარება ღვინის წარმოებაში ინტენსიური ჯიშური არომატით. ასოტანი ძალიან ეფექტურია არომატის მომწიფების ატიპიური შეწყვეტის გასაფრთხილებლად. 

დოზირება:  150-200 გ/ტ  ყურძენი

15-20 გ/100ლ წვენში,  ასოტანის 10 გ/100ლ აწარმოებენ SO-ს დაახლოებით 28  პრომილეს და  ასკორბინის მჟავას 30  პრომილეს.

 

ასოტანი (ASSOTAN/AST)

მრავალკომპონენტური ანტიოქსიდანტი მოქმედების ფარტო სპექტრით

 

ზოგადი მახასიათებლები

ღია ყავისფერი ჰომოგენური ფხვნილი, SO2-ის მსუბუქი არომატით.  მისი კომპენენტების შესანიშნავი ანტიოქსიდანტური თვისებების და სინერგიული მოქმედების წყალობით, ასოტანი ხელს უშლის ტკბილის დამჟავებას, რითაც ანარჩუნებს ყურძნის არომატულ პოტენციალს. ასკორბინის მჟავა სწრაფად რეაგირებს ჟანგბადთან, აკავშირებს მას, და ააქტიურებს ლაქაზებს (Botrytis-ის სოკოების მიერ გამოყოფილი ჟანგვითი ფერმენტები); გალოტანინი - მისი შესანიშნაცი ანტიოქსიდანტური და ანტირადიკალური თვისებებით - ითვისებს ჟანგბადით გაჯერებულ წყალს, რომელიც წარმოიქმნება ასკორბინის მჟავას და ჟანგბადის რეაქციის შედეგად, ხელს უწყობს გოგირდის ანგიდრიდის მოქმედებას, ინარჩუნებს მის ანტისეპტიკურ ეფექტურობას. 

ასოტან-ის შემადგენლობის კომპონენტების სრულყოფილი ბალანსი, ხელს უწყობს არომატული მახასიათებლების შენარჩუნებაში და გაძლიერებაში, ამავე დროს გარანტირებულია ეფექტური ანტიოქსიდანტური თვისებები და ანტიბაქტერიალური მოქმედება. 

 

შემადგენლობა

ასკორბინის მჟავა L, კალიუმის მეტაბისულფიტი, გალოტანინი.

 

გამოყენება

-ყურძნის და ტკბილის დამუშავება ღვინის ქარხანაში ტრანსპორტირებისას, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ დამჟავება და დაბინძურება ლოკალური მიკროფლორით.

- არომატული და კარგად სტრუქტურირებული ღვინის წარმოება: ასოტანი- სწრაფი მოქმედების ანტიოქსიდანტია: რამოდენიმე საათის შემდეგ ის მნიშვნელოვნად ამცირებს ტკბილში გახსნილ ჟანგბადის შემცველობას, რითაც უშლის ყურძენში არომატული და ფენოლური ნივთიერებების დაჟანგვას, და ანარჩუნებს ჯიშურ არომატულ მახასიათებლებს. გარდა ამისა ასოტანი საშუალებას იძლევა შემცირდეს SO2 შემცველობა დუღილის წინა ეტაპებზე, რის შედეგადაც მცირდება აცეტალდეჰიდის და H2S-ის გამომუშავება ალკოჰოლური დუღილის დროს, რაც დადებითად მოქმედებს ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე.  

-იცავს ჟანგვითი ფერმენტებისგან:  Botrytis cinerea დაზიანებული ყურძნისგან მიღებულ ტკბილში, ასოტანი  კონკურირებს ლაკაზებთან ჟანგბადის უფრო სწრაფად შეკავშირებით, ვიდრე ფერმენტი, რაც ზღუდავს ლაქაზების ჟანგვის მოქმედებას.   

- ფერმენტაცია: გოგირდოვანი ანგიდრიდის ანტისეპტიკური მოქმედება, ჰიდროლიზური ტანინის გაზრდილი ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, ხელს უშლის მალოლაქტიური ბაქტერიების განვითარებას. ამით თავიდან იცილებს ბაქტერიალურ ცვლილებებს, ისეთ ტკბილშიც კი, სადაც pH-ის მაღალი მაჩვენებელია.  

- სტაბილიზაციის მოქმედებების შემცირება: გამოყენებული ყურძნის დამუშავებისას ასოტანი იძლევა გარანტიას დაცვაში, ამავე დროს გოგირდოვანი აგიდრიდის მცირე დოზირება არ იწვევს პოლიფენოლების მაცერაციას. ეს თვისება მნიშვნელოვანია რამოდენიმე ტიპის ღვინის წარმოებისას, მაგალითად მუქი ჯიშის ყურძნისგან (პინო ნუარი) დამზადებულ ცქრიალა ღვინისთვის. 

 

 დოზირება

1,5-2გ/10ლ ან მეტი, სხვადასხვა სტადიებში გამოყენებისას ( მოსავალი,  ყურძნის გადმოტვირთვა, პრესი, ტკბილი/დურდო (დამუშავებული ყურძენი))      

   

გამოყენების წესი

გახსენით ასოტანის ერთი ნაწილი 10 ნაწილ ღვინოში, შეიყვანეთ ხსნარი ტკბილის ძირითად მოცულობაში ან დაამუშავეთ ყურძენი.  

 

შეფუთვა და შენახვა

ტომრები 1 კგ და

შეფუთვა 250 გ

 

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას.  

გახსნილი შეფუთვა: ისევ მჭიდროდ დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში, სინესტისგან შორს (პროდუქტს შთანთქავს ტენიანობას), გამოიყენება სწრაფად. 

 

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინოებისთვის, ევროკავშირის დირექტივის შესაბამისობით: CE 1493/99