საფუარის საკვები დანამატი NUTRIFERM START kg 10

საფუარის საკვები დანამატი NUTRIFERM START kg 10
არტიკული: EPE412
40.29
₾40.29
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

НУТРИФЕРМ СТАРТ (NUTRIFERM START) kg 10

 

პრეპარატი ალკოჰოლური დუღილის გასააქტიურებლად

 

ზოგადი მახასიათებლები

 

გამოიყურება როგორც თეთრი ფხვნილი

Nutriferm Start არის პრეპარატი დუღილის გასააქტიურებლად. გამომუშავებულია თანამედროვე კონცეპციის საფუძველზე, ალკოჰოლური დუღილის სწრაფად დაწყებისთვის.

Nutriferm Start შეიცავს ამონიუმის მარილებს და თიამინს, უმნიშვნელოვანესი კომპონენტები საფუარის სიცოცხლისუნარიანობისთვის ფერმენტაციის პირველი ეტაპის დროს, ასევე შეიცავს ცელულოზას.

 

შემადგენლობა

დი-ამონიუმის ფოსფატი (80%), ცელულოზა (19,85%), თიამინი(0,15%).

 

გამოყენება

Nutriferm Start გამოყენება უზრუნველყოფს შესანიშნავ გარემოს კულტურული საფუარის განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს საწყისი გამრავლების უწყვეტ ნაკადს და შემდგომ დუღილს. Nutriferm Start ფაქტობრივად ამდიდრებს ყურძნის წვენს ყველა ელემენტით და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც მნიშვნელოვანია საფუარის მეტაბოლიზმის აქტივაციისთვის, რაც აჩქარებს დუღილის დაწყებას. Nutriferm Start საშუალებას აძლევს საფუარის თითოეულ შტამს გამოხატოს თავისი სპეციფიური ფიზიოლოგიური თავისებურებები და ხელს უშლის უცხო ნივთიერებების ბიოსინთეზს. 

ცელულოზა მოქმედებს საფუარის მხარდამჭერად და მოქმედებს როგორც დეტოქსიკანტი, რადგან აცილებს საშუალო ჯაჭვის ცხიმოვან ამინომჟავებს (C8, C10) და მათ ეთერებს. ეს თავისებურება განსაკუთრებით სასარგებლოა დუღილის შეფეხერხების ან არასასურველი ნივთიერებების გამომუშავების აღმოსაფხვრელად. Nutriferm Start არ ცვლის ყურძნის პირველად არომატს, მისი სპეციუფიური შემადგენლობა კი ზღუდავს ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ დახრჩობას.

 

დოზირება

2-3გ/10ლ დუღილის დროს

3,5-3,7 გ/10ლ შეფერხებული ფერმენტაციის დროს

(კანონით მაქსიმალურად დასაშვები დოზირება EU 3,75გ/10ლ)

 

გამოყენების წესი

გახსენით Nutriferm Start მცირე რაოდენობის წყალში. დაამატეთ ხსნარი ყურძნის წვენში დუღილის დაწყებამდე და კარგად მოურიეთ.

შეფერხებული დუღილის ხელახლა დაწყებისთვის პროდუქტი დაამატეთ გადატუმბვის დროს.

 

შეფუთვა და შენახვის წესი

შეფუთვა 10კგ

 

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ პროდუქტი გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ფრთხილად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღიშნულ პირობებში.