Enartis Pro Uno, 1 kg
- აღწერა
- ვიდეო
მანოპროტეინები და პოლისაქარიდები
ენარტის პრო უნო
ტკბილის სამკურნალოდ დამხმარე საშუალება
კომპოზიცია
ინაქტივირებული საფუარი სწრაფად ხსნადი მანოპროტეინების მაღალი შემცველობით.
ზოგადი მახასიათებლები
EnartisPro Uno - არის ფერმენტაციული დანამატი, მიღებული Saccharomyces cerevisiae საფუარის თერმული ინაქტივაციის გზით. თერმული ინაქტივაციის მეთოდით იზრდება თავისუფალი მანოპროტეინების შემცველობა, რომელსაც შეიძლია მყისიერად მოახდინოს სტაბილიზირებელი მოქმედება ტკბილში არსებულ ნაერთებზე.
EnartisPro Uno გამოყენების უპირატესობა:
ფერი
▪ ფერის სტაბილიზაცია ანტოციანების და მანოპროტეინების ერთობლივი პიგმენტაციის წყალობით.
არომატი
▪ იზრდება ახალი და ხილის არომატების მდგრადობა, ღვინოში არსებულ მანოპროტეინების და არომატული ნივთიერებების ურთიერთმოქმედებით.
▪ სუფთა არომატული ნოტების ზრდა, საფუარის ქერქის მიერ არა არაომატული ნაერთების ადსორბციის შედეგად.
▪ მცენარეული არომატების აღქმის დაქვეითება.
გემო
▪ სირბილის და მოცულობის შეგრძნების გაზრდა, მანოპროტეინების და პოლისქარიდების მაღალი შემცველობის გამო.
▪ სიმძფრის შემცირება.
▪ შემკვრელობის შემცირება.
ტექნიკური ეფექტი
▪ ტარტრატის და ცილოვანი სტაბილურობის გაზრდა, მანოპროტეინებსი ადრეული დამატების გამო.
▪ კონტროლირებადი და სრული ალკოჰოლური დუღილი, საფუარში შემავალი ცილების, პეპტიდების, ვიტამინების და ზრდის ფაქტორების გამო.
გამოიყენება
▪ ახალგაზრდა თეთრი, ვარდისფერი და ადრეული წითელი ღვინოების წარმოება, რომლებიც ხილური, დაბალანსებული და ადვილად დასალევია ალკოჰოლური დუღილის ბოლოს.
▪ ფერის დაცვა და სტაბილიზაცია ვარდისფერ და წითელ ღვინოებში.
▪ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებში მოცულობის და სხეულის გაზრდა.
▪ წითელ და ვარდისფერ ღვინოებში დაქვეითებული შემკვრელობა.
▪ ღვინის და ცილოვანი სტაბილურობის გაზრდა.
დოზირება
10-40 გ/ლ (0,8-3,3 ft/1000 gal.)
აშშ-ში დაშვებული მაქსიმალური დოზა: 36 გ/ლ (3,0 ft/1000 gal.)
გამოყენების წესი
გახსენით EnartisPro Uno ათმაგი რაოდენობის წყალში ან ტკბილში. მოურიეთ, რათა პროდუქტის დაგუნდება არ განვითარდეს. გადაიტანეთ ტკბილში საფუარის ინოკულაციის დროს. მოურიეთ ტუმბოს მეშვეობით.
შეფუთვა და შენახვის წესი
1 კგ
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: ხელახლა დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.
მოცემული ინსტრუქციები შეესაბამება ჩვენი ცოდნის და გამოცდილების მდგომარეობას, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მომხმარებელს უსაფრთხოების წესების დაცვისგან და პროდუქტის არასათანადო გამოყენებისგან.
