SURLI VITIS 1kg.
- აღწერა
- ვიდეო
Surlì Vitis
ბიოლოგიური დანამატი ღვინის დაძველებისთვის
კომპოზიცია
შეიცავს მცენარეული წარმოშობის პოლისაქარიდებს (Е414) და ტანინებს თეთრი ყურძნის კანიდან.
ზოგადი მახასიათებლები
მიკროგრანულები, წყალში და ღვინოში ხსნადი.
Surlì Vitis გამოყენება უშუალოდ ჩამოსხმამდე წინა ეტაპზე, ხელს უწყობს ღვინოში არსებულ პოლიფენოლურ ნივთიერებებთან ერთად მდგრადი კოლოიდური კომპლექსების წარმოქმნაში.
ორგანოლეპტიკურ დონეზე ეს იწვევს სირბილის, მოცულობის, სტრუქტურის, სიტკბოს ზრდას და მჟავე და მძაფრი შეგრძნებების შემცირებას. გარდა ამისა იზრდება ღვინის ანტიოქსიდანტური და ანტირადიკალური თვისება.
Surlì Vitis უხდება საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილ წითელ ღვინოების დამუშავებას, სადაც აუცილებელია სიტკბოს შეგრძნების გაზრდა.
თეთრ და ვარდისფერ ღვინოებში ის ანიჭებს სირბილეს და ასუსტებს სიმწარეს. ახალჩამოსხმულ ღვინოებში ის ასუსტებს გოგირდის დიოქსიდის შეგრძნებას.
Surlì Vitis მშვენივრად იხსნება ღვინოში და მისი გამოყენება არ საჭიროებს შემდგომ ფილტრაციას და გაღიავებას. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ჩამოსხმისთვის მზა ღვინოებში.
გამოიყენება
თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების კოლოიდური სტრუქტურის გასაზრდელად და ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად, ცილოვანი დაბინზურებისადმი მდგრადი, იდეალურად გამჭვირვალე და ჩამოსხმისთვის მზა ღვინოები.
დოზირება
წითელი ღვინო: 4 - 20გ/ჰლ
თეთრი და ვარდისფერი ღვინოები: 2 - 10 გ/ჰლ
დოზირება დამოკიდებულია ყურძნის ჯიშზე, მოსავალზე და სასურველ ეფექტზე.
ოპტიმალური დოზის დასადგენად, თუ ღვინო დაექვემდებარება ფილტრაციას, ფილტრაციის ინდექსის შესაფასებლად რეკომენდირებულია ლაბორატორიული ცდის ჩატარება.
ზოგდად, თეთრი და ვარდისფერ ღვინოებში რეკომენდირებულია პროდუქტის დამატება უშუალოდ მიკროფილტრაციამდე, წითლებში კი მიკროფილტრაციის შემდეგ 24-28 საათში.
გამოყენების წესი
გახსენით ღვინოში, მუდმივი მორევით, 1:10თანაფარდობით. კარგად მოურიეთ, რათა არ მოხდეს პროდუქტის დაგუნდება. თანაბრად დაამატეთ დასამუშავებელ მასაში, გადატუმბვის დროს დახურულ სივრცეში, სასურველია ვენტურის მილის მეშვეობით.
პროდუქტი ენოლოგიური გამოყენებისთვის, შესაბამისობით:
განკარგულება (ЕU) № 606/2009
