Enartis ZYM RIVELA 1kg.

Enartis ZYM RIVELA 1kg.
არტიკული: EPC858
689.09
₾689.09
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTISZYM RIVELA

 

პექტოლიტური ფერმენტი წვენის მაქსიმალური განცალკავებისთვის და თეთრი ღვინის არომატის გამოხატვისთვის. 

 

ზოგადი მახასიათებლები

 

EnartisZym Rivela იყო გამომუშავებული Enartis-ის ლაბორატორიებში, სპეციალურად თეთრი ყურძნის ჯიშური თვისებების მაქსიმალური გამოხატვისთვის - ტერპენები და ნორ-იზოპრენოიდები. დუღილისწინა საფეხურებში გამოყენებისას EnartisZym Rivela საშუალებას იძლევა უჯრედების სწრაფ დაშლას და წვენის სიბლანტის შემცირებას, რაც ძირითადი ფაქტორებია წვენის მაღალი გამოშვების და არომატის და გემოს კარგი ექსტრაქტიის.  შემდგომში, გლიკოზიდაზას აქტივობა გარდაქმნის უსუნო გლიკოზირებულ წინამორბედებს ყურძნის ჯიშის დამახასიათებელ თავისუფალ არომატულ ნაერთებთან, რაც ეხმარება უფრო ინტენსიური და რთული ღვინოების წარმოებაში. პოსტფერმენტაციის ფაზის დროს გამოყენებისას, გლიკოზირებადი არომატული ნივთიერებებით მდიდარ ღვინოებში, EnartisZym Rivela ზრდის მათ სირთულეს და არომატის ინსტენსიურობას. 

 

EnartisZym Rivela აქტიურია მეღვინეობისთვის ნორმალურ პირობებში (рН > 2,8, SO2 <300 ppm და ტემპერატურა 8-55°C ან 46-131°F). EnartisZym Rivela არ არის მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებიდან (პროდუქტი გმო-ს გარეშე) და არ შეიცავს არასასურველ მეორად აქტივობებს, როგორიც არის ოქსიდაზა, ანტოციანაზა და ცინამატესტერაზა.  

 

გამოყენება

 

თეთრი ღვინის ჯიშური არომატის გამოხატვის გაძლიერება:

 

- ტერპენების გამჟღავნება (მუსკატი, Мმალვაზია, რისლინგი, გევურცტრამინერი, ტორონტესი, ალბარინო და სხვა)

 

- ნორ-იზოპრენოიდების გამჟღავნება  (შარდონე, ვიონე, შენენ ბლანი და სხვა)

 

დოზირება

 

წინასწარი დუღილი: 10-30გ/ტ ყურძენი, პრესამდე და მის შემდეგ. გარდა ამისა დამატების გაყოფა  (მაგალითად: 10 გ/ტონა კონტეინერში, 10 გ/ტ პრესში, 10 გ/ტონა დუღილის დროს). არ გამოიყენოთ პროდუქტი ამ ეტაპზე Botrytis cinerea-ით დაზიანებულ ყურძენთან.

 

ღვინოში: 2-4 გ/ჰლ.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე კვირას: 2 - 4 კვირა, დამოკიდებულია ტემპერატურაზე. მკურნალობის სწორი ხანგრძლივობის დასადგენად, რეკომენდირებულია ხშირად და რეგულარულად ღვინის გასინჯვა. სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ გაწმინდეთ 5-15 გ/ჰლ ბენტონიტ Pluxcompact -ით, რათა ამოიღოთ ფერმენტი და შეინარჩუნოთ ღვინის არომატი და სტრუქტურა. დოზირება შეიძლება განსხვავდებოდეს ჯიშის, მოსავლის, pH, ტემპერატურის, დამუშავების დროის, ასევე გამოყენებული პროცესის და მეღვინეობის ტექნოლოგიის მიხედვით. 

 

გამოყენების წესი

 

პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც არის, ან გახსენით ათმაგი რაოდენობის წყალში დამატებამდე. აუცილებელია ფერმენტის თანაბრად განაწილება დასამუშავებელ ყურძენში, წვენში ან ღვინოში.



განყოფილების სხვა საქონელი