Bentonit Pluxcompact kg 20

Bentonit Pluxcompact kg 20
არტიკული: EPC548
საწყობში
13.44
₾13.44
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

პლუქსკომპაქტი (PLUXCOMPACT)

გრანულირებული ბენტონიტი მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებისთვის.

 

ზოგადი მახასიათებლები

ნაცრისფერი გრანულები, უსუნო.

PLUXCOMPACT – არის სპეციალური აქტივირებული ბენტონიტი.

ბენტონიტს აქვს უნიკალური თვისება - ძალიან ფუვდება ტენიანობის ზემოქმედებისას, რითაც წარმოქმნის გელს უარყოფითად დამუხტული მოლეკულებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უარყოფითად დამუხტული ბენტონიტის მოლეკულები ელექტროქიმიურ ურთიერთმოქმედებაში შედის ღვინოში არსებულ დადებითად დამუხტულ კოლოიდებთან, კერძოდ ცილებთან.   

PLUXCOMPACT - მიღებულია აქტივაციის სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით. ამ პრეპარატის აქტივობს ხელს უწყობს ცილების მოშორებას, როგორიც არის ნატრიუმის ბენტონიტი, წარმოქმნილი ნალექის რაოდენობა კი კალციუმის ბენტონიტის მსგავსია. მინიმალური დოზირებით დამუშავების დროსაც კი აღნიშნული თვისებები შენარჩუნდება.   

 

გამოყენება

PLUXCOMPACT - გამოიყენება მაღალი ხარისხის ღვინოების დასამუშავებლად, წითელი და ვარდისფერი ღვინოების წარმოებისთვის. ის ეფექტურია ღვინის ფინალური დამუშავებისთვის და მეტად ეფექტურია ცილოვან წებვად ნივთიერებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა: ბლანკოლი (ალბუმინი), ფინეკოლი (თევზის წებო), პულვიკლარი და ჰიდროკლარ ნ 30 (ჟელატინი).

 

დოზირება

1-4 გ/დლ ღვინოების დასამუშავებლად.

ყოველთვის წინასწარ ჩაატარეთ ლაბორატორიული ტესტი, ზუსტი დოზის დასადგენად.

 

გამოყენების წესი

PLUXCOMPACT - გამოყენებამდე დაამატეთ ცივი წყალი, კარგად მოურიეთ და დაელოდეთ მის გაფუებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება.  

აუცილებელია ნელნელა გახსნათ პროდუქტი საკმირისი რაოდენობის  წყალში, პროპორციით 1:20 : (5% ხსნარი), კარგად მოურიეთ, რათა მიიღოთ ჰომოგენური სუსპენზია. მიღებული გელი უნდა გაფუვდეს 0-2 საათის განმავლობაში, შემდეგ ისევ მოურიეთ და დაამატეთ დასამუშავებელ ღვინოში. აწარმოეთ გადატუმბვა, შეყვანილი ბენტონიტით შექმენით  დახურული ციკლი, იმისთვის რომ უკეთესად მოურიოთ გელი დასამუშავებელ სითხეში. გელის შესაყვანად გამოიყენეთ ტუმბო-დოზატორი ან ვენტურის მილი. საუკეთესო შედეგი მიიღწევა, როდესაც ბენტონიტის შეყვანა ხდება დასამუშავებელი სითხის მინიმუმ ნახევარში.

ყურადღება! ღვინოში ბენტონიტის სწორად გახსნისთვის, აუცილებელია, რომ ბენტონიტის სუსპენზია იყოს თხევადი კონსისტენციის.

კომპლექსური ტექნოლოგიური გადაწყვეტილა მეღვინეობაში.

 

შეფუთვა და შენახვა

ტომრები: 1, 4, 20 კგ

პროდუქტი შეინახეთ მშრალ, გრილ და განიავებად ადგილას, დაბინძურების წყაროებისგან მოშორებით. უცხო არომატები და სუნი, ჩვეულებრივ ადვილად შეიწოვება ბენტინიტების მიერ.

პროდუქტი შეესაბამება სპეციფიკაციას  Codex OEnologique International 2003

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობისთვის, ევროპული კავშირის დირექტივის CE 1493/99 შესაბამისობით.

 



განყოფილების სხვა საქონელი

Нет в наличии
Нет в наличии