Bentonit Super kg 25
- აღწერა
- ვიდეო
ბენტოლიტ სუპერ (BENTOLIT SUPER)
ფხვნილი ბენტოლიტი ღვინის წარმოებისთვის
ზოგადი მახასიათებლები
ამორფული ფხვნილი, ბეჟის ფერი, უსუნო.
ბენტოლიტი BENTOLIT SUPER – არის ნატურალური მინერალი, ალუმინის ოქსიდი.
ბენტოლიტს აქვს უნიკალური თვისება - ის ძალიან ფუვდება ტენიანობის ზემოქმედებისას, წარმოქმნის გელს, რომლის მოლეკულებიც დამუხტულია უარყოფითად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უარყოფითად დამუხტული მოლეკულები ელექტროქიმიურ ურთიერთმოქმედებაში შედიან ღვინოში არსებულ დადებითად დამუხტულ კოლოიდებთან, კერძოდ ცილებთან.
ბენტონიტების ძირითადი ამოცანაა ღვინის მასალის ხარისხიანად გაღიავება, არასტაბილური ცილოვანი კომპონენტების შეკვრა და ადსორბცია; მკვრივი და კომპაქტური ნალექის სწრაფი ფორმირება, რითაც გაუმჯობესდება ღვინის შემდგომი ფილტრაცია. ბენტონიტების გამოყენება ამცირებს რიბოფლავინის რაოდენობას, რომლებიც არიან თეთრ ღვინოებში და იწვევენ ღვინის ფერის ნეგატიურ ცვლილებებს ("შუქის გემო"). BENTOLIT SUPER-ს აქვს ცილების მოცილების ძლიერი თვისება, სტაბილიზაცია მიიღწევა მცირე დოზირების შემთხვევაში.
შემადგენლობა
BENTOLIT SUPER - კალციუმით გააქტიურებული ალუმინის ოქსიდი, აფუების ძლიერი თვისებით; სწრაფად და ხარისხიანად აღიავებს ღვინოს, ქმნის მკვრივ და კომპაქტურ ნალექს.
BENTOLIT SUPER-ს აქვს ცილების აქტიურად ადსორბციის უნარი, სტაბილურობას სწრაფად მიაღწევს მცირე დოზების შემთხვევაში.
გამოყენება
BENTOLIT SUPER – შეიძლება გამოყენებულ იყოს დურდოს სწრაფი გაღიავებისთვის, ალკოჰოლური დუღილის დროს - უფრო მკვრივი და კომპაქტური ნალექის ფორმირებისთვის და სრული ფერმენტაციისთვის, ხოლო ღვინის მასალაში გამწმენდი და ცილოვანი სტაბილიზაციისთვის.
ბენტოლიტი სორბირებს მაღალმოლეკულურ ცილებს, ამიტომ დურდოს ასეთი დამუშავებისას ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოღებულია, კერძოდ ოქსიდაზა, ტიროზინაზა და ლაქტაზა, შესაბამისაც ღვინის მასალებს აქვთ დაბალი მგრძნობელობა ოქსიდაზა კასის მიმართ. BENTOLIT SUPER გამოიყენება, როდესაც დურდო მიღებულია Botrytis ინფიცირებული ყურძნისგან.
ბენტონიტის გამოყენება ლაგ-ფაზის დროს (დუღილის საწყისი პერიოდი, რომლის დროსაც საფუარის განიცდის გარემო პირობებთან ადაპტაციას, როდესაც კულტურა განვითარების საწყის ეტაპზეა), რეკომენდირებულია ცალკეული ავტორების მიერ, რომლის შედეგადაც მიიღება მდგრადი და სრული ალკოჰოლური დუღილი. რის შედეგადაც მიიღება კრისტალურად სუფთა ღვინო, მცირე ნალექით.
ღვინის მასალის BENTOLIT SUPER-ით დამუშავებისას, ხდება სწრაფი და ხარისხიანი გაღიავება, მცირე და მკვრივი ნალექით და ცილოვანი სტაბილიზაცია.
BENTOLIT SUPER ასევე რეკომენდირებულია ძმრის და გამჭვირვალე ხილის წვენების წარმოებისთვის.
დოზირება
6 - 15 გ/10ლ დურდოს დასამუშავებლად (1 დლ = 10 ლ);
2 - 5 გ/10ლ ფერმენტაციის დროს;
6 - 13 გ/10ლ ღვინის დასამუშავებლად;
15 - 25 გ/10ლ ძმრის დასამუშავებლად;
6 - 12 გ/10ლ გამჭვირვალე ხილის წვენების დასამუშავებლად.
ყოველთვის წინასწარ ჩაატარეთ ლაბორატორიული ტესტი, ზუსტი დოზირების დასადგენად.
გამოყენების წესი
BENTOLIT SUPER-ის გამოყენებამდე უნდა დაემატოს ცივი წყალი, კარგად მოურიოთ და გაიაროს შეშუპების (გაფუების) ეტაპი.
აუცილებელია ნელნელა გახსნათ პროდუქტი წყლის საკმარის რაოდენობაში, პროპორციით 1:20 (5% ხსნარი), კარგად მოურიეთ, რათა მოხდეს სუსპენზიის ჰომოგენიზაცია. მიღებული გელი აუცილებელია გაფუვდეს 3-6 საათის განმავლობაში, შემდეგ ისევ მოურიეთ და დაამატეთ დასამუშავებელ ღვინოში. ტუმბოს მეშვეობით, დამატებული ბენტონიტით ღვინო გადატუმბეთ, დახურული ციკლის შექმნით. გელის შეყვანისას გამოიყენეთ ინგრედიენტების ტუმბო-დოზატორი ან ვენტურის მილი. საუკეთესო შედეგი მიიღწევა, როდესაც ბენტონიტის შეყვანა ხდება დასამუშავებელი სითხის მოცულობის მინიმუმ ნახევარ მოცულობაში.
ყურადღება! ბენტონიტის ღვინოში სწორად გახსნისთვის, აუცილებელია, რომ ბენტონიტის სუსპენზია იყოს თხევადი კონსისტენციის.
შეფუთვა და შენახვა
შეინახეთ მშრალ, გრილ და განიავებად ადგილას, დაბინძურების წყაროებიდან მოშორებით. უცხო არომატები და სუნი, როგორც წესი ადვილად ადსორბირდება ბენტონიტების მიერ.
პროდუქტი შეესაბამება სპეციფიკაციას:
Codex OEnologique International 2003
