Enartis Tan Blanc kg 1
- აღწერა
- ვიდეო
ტანენოლ ბლანი (TANENOL BLANK 1 kg)
გალოტანინი
ზოგადი მახასიათებლები
სუფთა, ამორფული, მოყვითალო ფერის ფხვნილი, მსუბუქი ყვავილოვანი არომატით
შემადგენლობა
გალოტანინი
Tanenol Blank - ჰიდროლიზებადი გალოტანინი, რომელიც ჰიდროლიზის დროს იშლება გლუკოზა და გალმჟავაზე. პრეპარატის მოქმედება ეხმარება ზოგიერთი ქიმიური ნაერთების დაფიქსირებაში და სტაბილიზაციაში, რომლებიც იწვევენ უარყოფით ტონებს ღვინის არომატში, ხელს უშლის დი-მეთილ სულფიდის წარმოქმნას- ეს არის ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია თეთრი ღვინოების შეწითლებასა და შეცვლაზე სინათლის გავლენის ქვეშ (დეფექტი, ცნობილი როგორც "სინათლით დაზიანება").
Tanenol Blank – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, საშუალებას გაძლევთ შეამციროთ გოგირდოვანი ანდიგრიდის დოზირება, ნაწილობრივ აერთებს რკინის და სპილენძის იონებს ღვინოში.
Tanenol Blank – მისი ღია ფერის წყალობით, ვარგისია თეთრი ღვინის დასამზადებლად.
Tanenol Blank – შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ალკოჰოლური დუღილის პროცესში, ობით დაზიანებული ყურძნის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესებით და ოქსიდაციური ფერმენტების ნეგატიური მოქმედების პრევენციით.
გამოყენება
ანტიოქსიდანტი
უშუალოდ რბილობში შეყვანა
უცხო სუნის აღმოფხვრა
დეფექტების აღმოფხვრა «სინათლით დაზიანება»
დოზირება
0,3 – 1 გ/10ლ თეთრი ღვინოებისთვის ალკოჰოლური დუღილის პროცესში
0,4 – 0,8 გ/10ლ ღვინის კორექციის და სტაბილიზაციისთვის
გამოყენების წესი
გახსენით Tanenon Blank წყალში ან ღვინოში 1:10 თანაფარდობით, მუდმივი მორევით.
მიღებული სუსპენზია დაამატეთ ღვინოში ან ტკბილში, ინგრედიენტების ტუმბო-დოზატორის გამოყენებით გადატუმბცის დროს.
შეფუთვა
შენახვა
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ, გრილ და კარგად განიავებულ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: ხელახლა შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნისნულ პირობებში.
პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო ენოლოგიური კოდექსის მოთხოვნებს, 1978წლიდან.
პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის, ევროპული კავშირის დირექტივის შესაბამისად: CE 1493/99
