Enartis Tan Blanc Granulare kg 12.5

Enartis Tan Blanc Granulare kg 12.5
არტიკული: EPE789
161.95
₾161.95
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ტანენოლ ბლანი

 

შეფუთვა-  12.5კგ  ტომარა

არის სუფთა გალოტანინი, რომელიც ეხმარება ღვინის რამდენიმე არომატული მოლეკულის დაფიქსირებაში და სტაბილიზაციაში, ამცირებს ღვინოში უარყოფითი ტონების გაჩენის რისკს, ხელს უშლის დი-მეთილ სულფიდის წარმოქმნას- ეს არის ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია თეთრი ღვინოების შეწითლებასა და შეცვლაზე სინათლის გავლენის ქვეშ (დეფექტი, ცნობილი როგორც "სინათლით დაზიანება").

თავისი შეფერილობის წყალობით ტანენოლ ბლანი  უხდება მხოლოდ თეთრ ღვინოებს. მისი გამოყენება შესაძლებელია გოგირდის დიოქსიდის ბაქტერიოსტატიკური და ანტიოქსიდანტური მოქმედების გასაუმჯობესებლად. მისი მეტალების შებოჭვის უნარის წყალობით, ის ასევე სასარგებლო იქნება სპილენძის და რკინის გამუქების თავიდან ასაცილებლად.

დოზა:  3-10 /100ლ 

 

ტანენოლ ბლანი (TANENOL BLANK 12.5 kg)

 

გალოტანინი

 

ზოგადი მახასიათებლები 

სუფთა, ამორფული, მოყვითალო ფერის ფხვნილი, მსუბუქი ყვავილოვანი არომატით

 

შემადგენლობა

გალოტანინი

 

Tanenol Blank - ჰიდროლიზებადი გალოტანინი, რომელიც ჰიდროლიზის დროს იშლება გლუკოზა და გალმჟავაზე. პრეპარატის მოქმედება ეხმარება ზოგიერთი ქიმიური ნაერთების დაფიქსირებაში და სტაბილიზაციაში, რომლებიც იწვევენ უარყოფით ტონებს ღვინის არომატში, ხელს უშლის დი-მეთილ სულფიდის წარმოქმნას- ეს არის ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია თეთრი ღვინოების შეწითლებასა და შეცვლაზე სინათლის გავლენის ქვეშ (დეფექტი, ცნობილი როგორც "სინათლით დაზიანება").

Tanenol Blank  – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, საშუალებას გაძლევთ შეამციროთ გოგირდოვანი ანდიგრიდის დოზირება, ნაწილობრივ აერთებს რკინის და სპილენძის იონებს ღვინოში.

Tanenol Blank – მისი ღია ფერის წყალობით, ვარგისია თეთრი ღვინის დასამზადებლად.

Tanenol Blank – შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ალკოჰოლური დუღილის პროცესში, ობით დაზიანებული ყურძნის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესებით და ოქსიდაციური ფერმენტების ნეგატიური მოქმედების პრევენციით. 

 

გამოყენება

ანტიოქსიდანტი

უშუალოდ რბილობში შეყვანა

უცხო სუნის აღმოფხვრა

დეფექტების აღმოფხვრა «სინათლით დაზიანება»

 

დოზირება

0,3 – 1 გ/10ლ თეთრი ღვინოებისთვის ალკოჰოლური დუღილის პროცესში

0,4 – 0,8 გ/10ლ ღვინის კორექციის და სტაბილიზაციისთვის 

გამოყენების წესი

გახსენით Tanenon Blank წყალში ან ღვინოში 1:10 თანაფარდობით, მუდმივი მორევით. 

მიღებული სუსპენზია დაამატეთ ღვინოში ან ტკბილში, ინგრედიენტების ტუმბო-დოზატორის გამოყენებით გადატუმბცის დროს.

 

შეფუთვა 

შეფუთვაში 12,5კგ

 

შენახვა

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ, გრილ და კარგად განიავებულ ადგილას. 

გახსნილი შეფუთვა: ხელახლა შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნისნულ პირობებში.

პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო ენოლოგიური კოდექსის მოთხოვნებს,  1978წლიდან.

 

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის, ევროპული კავშირის დირექტივის შესაბამისად: CE 1493/99



განყოფილების სხვა საქონელი