Enartis Tan Citrus, 1kg

Enartis Tan Citrus, 1kg.
არტიკული: EPC895
საწყობში
577.15
₾577.15
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS TAN CITRUS

 

ენოლოგიური ტანინების ნარევი, სპეციალურად შემუშავებული ანტიოქსიდანტური დაცვისთვის და თეთრ და ვარდისფერ ღვინოებში ხილის არომატების გასაძლიერებლად.

 

შემადგენლობა

გალოტანინის და ლიმნის ხის და აკაციის კონდენსირებული ტატინების ნარევი. 

 

ზოგადი მახასიათებლები

ბეჟის ფერი გრანულები.  

 

Enartis Tan Citrus- არის ტანინი, მიღებული სპეციალური ექსტრაქციის პროცესით და შემდგომ დაბალ ტემპერატურაზე გაშრობით, რის შედეგადაც საშუალებას იძლევა ხისგან არომატული ნაერთების გლიკოზირებული ფორმების რბილად ამოღებას, როგორიცაა ნორიზოპრენოიდები (β- დამასცენონი, ვიტისპირანი და სხ.) და ტერპენები (ლინალოოლი, ციტრონელოლი და ა.შ.), რომლებიც პასუხიმსგებლები არიან ხილის და ყვავილების არომატებზე. თეთრი და ვარდისფერი ტკბილის ფერმენტაციის დროს გამოყენებისას, საფუარის შტამთან ერთად, რომელიც ფლობს სპეციფიურ β-გლუკოზიდაზურ აქტივობას (ENARTIS Ferm Top EssenceENARTIS Ferm Aroma White, Enartis Ferm Vintage White, ENARTIS Ferm ES 181), არომატული ნივთიერებების წინამორბედები, რომლებსაც შეიცავს Enartis Tan Citrus- ი, გარდაიქმნებიან არომატული ნივტიერებების თავისუფალ ფორმებად, რომლებიც აღიქმება ყნოსვით. ღვინოებს, მიღებული Enartis Tan Citrus- ის გამოყენებით, აქვთ ინტენსიური ახალი ყურძნის არომატი, ასევე ლიმნის, გრეიპფრუტის, ვაშლის, თეთრი ყვავილების და სხვა, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან პირველ ჯიშურ არომატთან და დუღილის დროს წარმოქმნილ არომატთან. Enartis Tan Citrus-ის გამოყენაბა ასევე იცავს ტკბილს და ღვინოს დაჟანგვისგან. კონდენსირებული ტანინების დამატება აუმჯობესებს სტრუქტურას და ფერის სტაბილურობას.  

 

გამოყენება 

• თეთრი ღვინოები

• ვარდისფერი თვინოები, რომლებშიც აუცილებელია ხილის არომატების გაძლიერება და სტრუქტურის გაუმჯობესება. 

 

ტანინში შემავალი არომატული წინამორბედებისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, Enartis Tan Citrus-ი დაამატეთ ტკბილში დუღილის დაწყებამდე.

 

დოზირება 

თეთრი და ვარდის ფერი ტკბილი: 2-15 გ/100ლ  

სასურველია Enartis Tan Citrus-ის დამატება ავზის შევსებისას დუღილის დაწყებამდე. სანიტარული დარღვევებით ყურძნის დამუშავების შემთხვევაში, საფუარის შეყვანისას საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე ტანინის გამოყენება Enartis Tan Blank, შემდეგ კი Enartis Tan Citrus-ის დოზის დამატება 1/3 ალკოჰოლური დუღილისას.

 

 

გამოყენების წესი

გახსენით Enartis Tan Citrus ათმაგი რაონების წყალში ან ტკბილში, მუდმივად ურიეთ, შემდეგ შეიყვანეთ მიღებული სუსპენზია ტკბილში ან ღვინოში გადატუმბვის დროს, სასურველია გამოიყენოთ ვენტურეს (Ventura) მილი. 

 

შეფუთვა და შენახვის წესი

შეფუთვა 1 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მზის სხივებისგან შორს, გრილ და მშრალ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ფრთხილად შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.



განყოფილების სხვა საქონელი