Enartis Tan Red Fruit, 1 kg

Enartis Tan Red Fruit, 1kg.
არტიკული: EPC791
საწყობში
586.21
₾586.21
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS TAN RED FRUIT (ენარტის ტან რედ ფრუტ)

 

შემადგენლობა
წითელი ხილის ხისგან მიღებულია კონდენსირებული ტანინის ნარევი.

 

ძირითადი მახასიათებლები

ყავისფერი გრანულები

ENARTIS TAN RED FRUIT - არის კონდენსირებული ტანინების ნაზავი, რომელთაგან ბევრი მოპოვებულია წითელი ხილის ხისგან. აღნიშნული პროანტოციანიდინის ტანინები დაკავშირებულნი არიან არომატულ წინამორბედებთან, როგორიცაა ნი-იზოპრენოიდი (β-იონონი, β-damascenone), რომლებიც ღვინოში პასუხისმგებელნი არიან კენკრის და წითელი ხილის არომატებზე. ალკოჰოლური ფერმენტაციის დროს ეს წინამორბედები შეიძლება გამოიყონ საფუარის შტამებით, ინტენსიური β-გლიკოზიდაზას აქტივობით (ENARTIS FERM RED FRUIT, ES 488 და ES 454). ამის შედეგად ღვინო მდიდრდება ალუბლის, მარწყვის, ქლიავის, მოცვისდა ჟოლოს არომატებით, რომლებიც ფერმენტაციის დროს ინტეგრირებენ ყურძნის ჯიშურ არომატებთან. გარდა ამისა ENARTIS TAN RED FRUIT-ის კონდენსირებული ტანინები  ხელს უწყობს ღვინის ფერის სტაბილურობას და მათი ანტიოქსიდანტური ეფექტურობა კი ასევე ხელს უშლის პირველადი არომატების დაჟანგვას. 

 

გამოყენება

წითელი და ვარდისფერი ღვინოები:
• წითელი ხილის არომატების გაზრდა და პირველადი არომატების დაცვა ახალგაზრდა და საშუალო ასაკის წითელ და ვარდისფერ ღვინოებში.

• ENARTIS TAN RED FRUIT-ში შემავალი არომატული წინამორბედების გამოსაყოფად, აუცილებელია მისი დამატება ტკბილში ან ალკოჰოლური ფერმენტაციის დროს. ,

 

დოზირება
წითელი ყურძენი: 10 - 30გ/100 კგ
ვარდისფერი ტკბილი: 2 - 15გ /100ლ
ENARTIS TAN RED FRUIT -ი უმჯობესია დაემატოს ტკბილს 2 ეტაპად: პირველი საფუარის ინოკულაციის დროს, მეორე - ალკოჰოლის დუღილის 1/3. გაფუჭებული ყურძნის შემთხვევაში გამოიყენეთ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტური ტანინი, როგორიცაა ENARTIS TAN BLANC ან ENARTIS TAN ROUGE საფუარის ინოკულაციის დროს, და ერთხელ  დაამატეთ ENARTIS TAN RED FRUIT ალკოჰოლური დუღილის 1/3. 

 

გამოყენების წესი
გახსენით ENARTIS TAN RED FRUIT ერთი ნაწილი წყლის ან ღვინის 10 ნაწილში, მუდმივად ურიეთ. ნელნელა მიღებული ხსნარი დაამატეთ ტკბილში, მორევის დროს- თუ შესაძლებელია გამოიყენეთ ვენტურის მილი ან ტუმბო-დოზატორი. 

 

შეფუთვა და შენახვა

1კგ
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მზის სხივებისგან შორს, გრილ (სასურველია 5-15°C), მშრალ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: ფრთხილად შეფუთეთ და შეინახეთ დაბალ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ 1 წლის განმავლობაში.



განყოფილების სხვა საქონელი