Enartis Tan Rouge kg 1

Enartis Tan Rouge kg 1
არტიკული: EPE787
საწყობში
143.17
₾143.17
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ტანენოლ რუჟი

 

Tanenol Rouge – არის ტანინების ნაზავი, სპეციალურად შემუშავებული წითელი ღვინოების ფერის სტაბილიზაციისთვის. მაცერაციის დროს შეყვანისას, ის იცავს ფერთა მოლეკულებს დაჟანგვისგან და მონაწილეობს ტანინ-ანტოციანინის კომპლექსების წარმოქმნაში, რომლებიც დროთა განმავლობაში სტაბილური რჩება. ამავე დროს TANENOL ROUGE  აძლიერებს ღვინის სტრუქტურას და ანიჭებს გემოს ჰარმონიას, რადგან არ არის შემკვრელი პრეპარატი.  პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იყოს ცილოვან გამწმენდ პრეპარატებთან კომბინაციაში, ღვინის ორიგინალური სტრუქტურის დაზიანების გარეშე.

დოზა:  100-400 /ტ  მაცერაციის დროს 5-15  გ/100ლ 

ტანენოლ რუჟი(TANENOL ROUGE)

 

კონდენსირებული და ჰიდროლიზებული ტანინების კომპოზიცია წითელი ღვინის ფერის სტაბილიზაციისთვის

 

ზოგადი მახასიათებლები

ამორფული, წითელ-ყავისფერი ფხვნილი, ხის მსუბუქი არომატით.

 

შემადგენლობა

კონდენსირებული და ჰიდროლიზებული ტანინების ნაზავი.

 

Tanenol Rouge – არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ტანინების ნაზავს. არის ძლიერი პრეპარატი ღვინის წითელი ფერის სტაბილიზაციისთვის, ასევე ხელს უწყობს  სტრუქტურის გაძლიერებაში და გაღიავების პროცესის გამარტივებაში.

Tanenol Rouge – რბილობში ფერმენტაციის დროს დამატებისას, ასტაბილურებს და იცავს ნივთიერებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წითელი ღვინის ფერზე; აძლიერებს ცილოვანი ბუნების გამაღიავებელი ნივთიერებების მოქმედებას. მაგრამ არასდროს არ უნდა მოხდეს ზედმეტი მორევა დამუშავების დროს.   

პროდუქტი ასევე აწარმოებს დაბალანსებულ არომატს, მისი მინიმალური შემკვრელობის გამო. 

 

გამოყენება

ძლიერი ფერით ყურძნის წითელი ჯიშებისთვის და ნატურალური ტანინების არასაკმარისი შემცველობით. 

როგორც ტკბილის და ღვინის ფერის სტაბილიზატორი.

ჟელატინთან კომბინაციაში, როგორც გამაღიავებელი საშუალება 

 

დოზირება

1 – 2 /10ლ რბილობზე დუღილის დროს

1,5 – 4 გ/10ლ  თუ ყურძენი ობით არის დაზიანებული

0,5 –  1,5გ/10ლ დასაკრავად

 

გამოყენების წესი

გახსენით TANENOL ROUGE თბილ წყალში (ტემპერატურა 40 - 500С) 1:10 თანაფარდობით, მუდმივად ურიეთ. მიღებული სუსპენზია შეიყვანეთ ღვინის დასამზადებელ მასალაში ან ტკბილში, ინგრედიენტების ტუმბო-დოზატორის მეშვეობით.  

 

შეფუთვა

1კგ 

 

შენახვა

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ, გრილ და კარგად განიავებულ ადგილას. 

გახსნილი შეფუთვა: ხელაქლა შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშულ პირობებში.

 

პროდუქტი შეესაბამება საერთაშორის ენოლოგიური კოდექსის მოთხოვნებს, 1978 წლის.

 

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობისთვის, ევროპული კავსირის დირექტივის შესაბამისობით: CE 1493/99

 



განყოფილების სხვა საქონელი