Enartis Tan XC, 1 kg
- აღწერა
- ვიდეო
Enartis Tan ХС
ენოლოგიური ტანინი კოპიგმენტაციის პროცესის გზით ფერის სტაბილიზაციისთვის
შემადგენლობა
კონდენსირებული ტანინი დაბალი მოლეკულური შემცველობის, ექსტრაგირებული ეკზოტიკური ჯიშის ხისგან და მუხისგან.
ძირითადი თვისებები
ბეჟი ფერის გრანულები, მსუბუქი ხის არომატით. Enartis Tan ХС არის ტანინების ნაზავი, რომელიც შემუშავებულია ახალგაზრდა ვარდისფერ და წითელ ღვინოებში შეფერილობის სტაბილურობის ზრდისთვის. მაცერაციის დროს შეყვანისას Enartis Tan ХС ხელს უწყობს კოპიგმენტების ფორმირებას. ამ გზით ფორმირებული ფერის კომპლექსები, მეტად უფრო მდგრადია ჟანგვის მიმართ, მეტად უფრო ხსნადია ტკბილში და ღვინოში, და შეუძლიათ ყურძნის ტანინებთან კონდენსაციის რეაქცია. მუხის ტანინები ასევე პოზიტიურად მოქმედებენ კომპლექსების ფორმირებაზე "აცეტალდეჰიდის ხიდების" წყალობით, რითაც ზრდიან ღვინის გემოს ტკბილ სტრუქტურას. გრანულირებული ფორმა უზრუნველყოფს წყალში და ღვინოში ხსნადობას და ხელს უშლის მტვრის წარმოქმნას, რომელმაც შეიძლება გაღიზიანება გამოუწვიოს მარნის პერსონალს.
გამოყენება
გამოიყენება წიტელი ყურძნის დუღილის/მაცერაციის ყველა ეტაპზე, ფერის სტაბილიზაციის უზრუნველყოფისთვის, ანტოციანინების კოპიგმენტაციის გზით. გამოყენებადია ახალგაზრდა წითელი ღვინის წარმოებისთვის და საშუალო დაძველების ღვინოებისთვის. ასევე ვარდისფერი ღვინისთვის.
შედეგის ოპტიმიზაცია
რეკომენდირებულია Enartis Tan ХС შეყვანის დაყოფა 2 ფაზაზე: პირველი ნაწილი შეიყვანეთ ავზის შევსებისას, მეორე კი მეორე დღეს. საფუარის შეყვანისას Pro Aroma -სთან კომბინირებული გამოყენება ზრდის არომატზე და ფერზე ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ფლობს ანტოციანების კოპიგმენტაციის კარგ სინერგიულ სტაბილიზაციის ეფექტს, რითაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ სიახლეს.
დოზირება
8-40გ/100 კგ წითელი ღვინის ყურძისთვის. სასუალო დოზირება: 20გ /100 კგ.
2-15გ/100 კგ ვარდისფერი ღვინის წარმოებისთვის.
გამოყენების წესი
გახსენით Enartis Tan ХС ათმაგი რაოდენობის წყალში ან ტკბილში, შემდეგ გადატუმბვის დროს გადაიტანეთ რბილობში.
შეფუთვა და შენახვა
შეფუთვა 1კგ
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მზის სხივებისგან შორს, გრილ და მშრალ ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: ხელახლა შეფუთეთ და შეინახეთ დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ 1 წლის განმავლობაში
