ENARTIS FERM ES FLORAL 0,5 kg

ENARTIS FERM ES FLORAL 0,5kg.
არტიკული: EPC938
საწყობში
145.6
₾145.60
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ES FLORAL

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

 

ES FLORAL - შტამი, რომელიც გამოირჩევა ყვავილოვანი ტიპის არომატის წარმოქმნის უნარიანობით. წარმოადგენს ნარევს გაუმჯობესებული დუღილის და სენსორული მახასიათებლებით.

სხვადასხვა შტამის ფერმენტების სინერგიის მეშვეობით, არომატი, რომელსაც ქმნის ახალი ES FLORAL, ხდება უფრო ინტენსიური და რთული. გარდა დამახასიათებელ ყვავილოვან (თეთრი ვარდი და კუნელი) და თეთრი ხილის არომატებისა (ატამი, გარგარი, მსხალი და ა.შ.), ჩნდება ციტრუსის ნოტები, ხილის და ჯიშური არომატები, რაც ღვინოს უფრო მიმზიდველს ხდის.

ღვინის გემოში იგრძნობა სასიამოვნო მჟავიანობა, მსუბუქი სხეულით.

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

 

დუღილის ტემპერატურა 10 - 25ºC

საშუალო ლატენტური ფაზა

ზომიერი სიჩქარის დუღილი

ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობა  ≤ 15% v/v

ნეიტრალური კილერული ფაქტორი

SO2-სადმი მედეგი

 

ენოლოგიური მახასიათებლები

 

აზოტის საშულო საჭიროება

ჟანგბადის საშუალოდ-დაბალი საჭიროება

აქროლადი მჟავიანობის დაბალი წარმოება

H2S საშუალო წარმოება

SO2 დაბალი წარმოება

გლიცერინის (6-8 გ/კ) საშუალოდ მაღალი წარმოება

თავსებადობა მალოლაქტიურ დუღილთან: კარგი

 

გამოიყენება:

 

დასალევი თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები

პროვანსალის სტილის როზე 

 

შედეგის ოპტიმიზაციისთვის

 

არომატების წარმოქმნის გასაძლიერებლად დუღილის დროს აუცილებელია საფუარის კვებაზე ზრუნვა, უზრუნველყოფილიყოს ამინომჟავების წყარო და მათი გადარჩენის ფაქტორები. ამიტომ ინოკულაციის დროს ჩვენი რეკომენდაცია იქნება საფუარის გამოკვება ES FLORAL-ის დანამატით Nutriferm Arom Plus. Nutriferm Arom Plus შეიცავს სტერინებს და უჯერ ცხიმოვან მჟავეებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური უჯრედური მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად სპირტთან არსებობის დროს, ასევე ამინომჟავები, რომლებიც წინამორბედები არიან არომატული ნივთიერებების სინთეზში. Enartis Pro Uno-ს ან Enartis Tan Elegance-ის გამოყენება ფერმენტაციის დროს იცავს და ასტაბილურებს მეორად არომატებს, რითაც ახანგრძლივებს ღვინის სურნელოვანობის სიცოცხლის უნარიანობას.  

 

დოზირება

 

20-40 გ/ჰლ

უფრო მაღალი დოზირება გამოიყენება გაფუჭებული ყურძნის შემთხვევაში, შაქრის მაღალი შემცველობის და რთული მიკრობიოლოგიური პირობების შემთხვევაში.

 

გამოყენების წესი

 

1) გაურიეთ 20-40 გ/ლ აქტიური მშრალი საფუარი ათმაგი მოცულობის დასალევ წყალთან 35-40°C ტემპერატურაზე. ფრთხილად მოურიეთ, რათა საფუარი უკეთესად გაიხსნას და დაელოდეთ 20-30წუთი.

2) მიღებულ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ მცირე რაოდენობებით ყურძნის წვენი ტემპერატურის დასაწევად: ტემპერატურის დაწევა არ უნდა აღემატებოდეს 10°C. ეს უზრუნველყოფს საფუარის დაბალ ტემპერატურასთან შეგუებას და თავს აარიდებს თერმული შოკისგან . დატოვეთ 15 წუთით.

3) გაიმეორეთ მეორე პუნქტი, სანამ ტემპერატურათა სხვაობა სუსპენზიასა და ადუღებულ ყურძნის წვენს შორის გახდება 10°C-ზე ნაკლები. 

4) გადაიტანეთ საფუარის სუსპენზია ჭურჭლის ფსკერზე და მოურიეთ.

ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინება და დამზადების მეთოდი უზრუნველყოფს რეჰიდრატირებული საფუარის მაქსიმალურ სიცოცხლისუნარიანობას.

 

შეფუთვა და შენახვა

 

ვაკუუმის შეფუთვა 0,5კგ

დალუქული შეკვრა: შეინახეთ გრილ ადგილას (უმჯობესია 5დან  15ºC გრადუსამდე ტემპერატურა) მშრალ მდგომარეობაში.

გახსნილი შეფუთვა: მჭიდროდ დახურული ინახება ისევე, როგორც ზემოთ არის აღწერილი. გამოიყენება სწრაფად.

პროდუქტი შეესაბამება Œnologique საერთაშორისო კოდექსს .

პროდუქტი ენოლოგიური გამოყენებისთვის (ЕС) № 606/2009 რეგლამენტის შესაბამისად.

შეიცავს E491 (სორბიტანის მონოსტეარატი).