ENARTIS FERM ES Florarl 0.5 kg

ENARTIS FERM Perlage Fruity, 0,5kg.
არტიკული: EPC167
227.68
₾227.68
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

PERLAGE FRUITY

 

ახალი და ხილის შუშხუნა ღვინოები 

PERLAGE FRUITY – არომატული საფუარია, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული ხილის შუშხუნა ღვინოების წარმოებისათვის, დახურულ ჭურჭელში დამზადების მეთოდით.

 

ზოგადი მახასიათებელი

PERLAGE FRUITY  - არის შტამი, რომელიც შერჩეულია დახურულ ჭურჭელში ფერმენტაციის მეთოდით მიღებული შუშხუნა ღვინოების წარმოებისთვის (Chamat-ის მეთოდი). 

მეორადი არომატის წარმოების წყალობით, ღვინოებს, რომლებიც ფერმენტირებულია PERLAGE FRUITY-ით, აქვთ ძალიან ინტენსიური არომატი, რომელიც ხასიათდება ხილის არომატით, რაც აძლიერებს ყურძნის ჯიშურ თვისებებს ზედმეტი ტონების გარეშე.

აუტოლიზის ფაზის დროს გამოიყოფა მანოპროტეინების და პოლისაქარიდების შესამჩნევი რაოდენობა, შესაბამისად, იძლევა მოცულაბას და ზრდის ღვინის სტაბილურობას და perlage-ს ხარისხს. წითელ და ვარდისფერ ღვინოებში მანოპროტეინების გათავისუფლება ასტაბილურებს ფერს.  

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

დუღილის ტემპერატურა     14- 20ºC (57-68°F)

ლაგ-ფაზა                                     ხანმოკლე

დუღილის სიჩქარე                  მაღალი და რეგულარული 

სპირტგამძლეობა                     ≤ 15% v/v

კილერის ფაქტორი                 კილერი 

pH გამძლეობა                            pH დაბალ მაჩვენებელთან  

 

ენოლოგიური მახასიათებლები

აზოტის საჭიროება                                       საშუალო

ჟანგბადის საჭიროება                                 დაბალი

აქროლადი მჟავიანობის წარმოება      დაბალი(0.2 გ/ლ-ნაკლები)

გლიცერინის გამომუშავება                    კარგი

SO2  გამომუშავება                                        დაბალი

H2S  გამომუშავება                                        დაბალი

სწრაფი დალექვა და ნალექის წარმოება.

 

გამოყენება

ხილის თეთრი, წითელი და ვარდისფერი შუშხუნა ღვინოების წარმოება, რომლებიც ფერმენტირებულია დახურულ ჭურჭელში ან Charmat-ის მეთოდით.

ღვინის მასალის ძირითადი ხილის პირველადი ფერმენტაცია

 

შედეგის ოპტიმიზაცია

PERLAGE FRUITY-ით წარმოებული ღვინო გამოირჩევა ინტენსიური ხილის არომატით. შემდგომ მეორადი არომატების წარმოების გაუმჯობესებისთვის, რეკომენდირებულია საფუარის დამატების დროს უზრუნველყოს ამინომჟავებით, რომლებიც შეიძლება გამოყენებულიყონ არომატული კომპონენტების სინთეზის წინამორბედებად.  პირველადი ფერმენტაციის დროს გამოყენებისას, ამინომჟავები შეიძლება იყონ მიღებულნი Nutriferm Arom-დან. ხოლო pied de cuve  რეკომენდირებულია მეტად სპეციფიური დანამატის შეყვანა, როგორიც არის Nutriferm PdC Arom, Nutriferm Tirage-თან ერთად.

 

დოზირება

შუშხუნა ღვინის დუღილი მაღალი წნევის რეზერვუარში: 10-20 გ/100ლ (0.8 – 1.67 ft/1000 gal)

პირველადი დუღილი: 20-40 გ/100ლ (1.67 - 3.3ft/1000 gal)

უფრო მაღალი დოზირება რეკომენდირებულია რბილი ყურძნის შემთხვევაში, შაქრის მაღალი შემცველობის და რთული მიკრობიულოგიური პირობების შემთხვევაში.

 

გამოყენების წესი

პირველადი ფერმენტაცია

გახსენით მშრალი საფუარი ათმაგი რაოდენობის სუფთა, თბილ (35-38°C ან 95-100°F) წყალში. ფრთხილად მოურიეთ.

დაელოდეთ 20 წუთი და ისევ ფრთხილად მოურიეთ.

დაამატეთ აღნიშნული წვენში, როგორც კი დუღილის ჭურჭელი დაიწყებს შევსებას. ტემპერატურათა სხვაობა საფუარის ხსნარსა და წვენს შორის არ უნდა აღემატებოდეს   10°C (50°F).

აწარმოეთ ჰომოგენიზაცია ამოტუმბვის გზით ან წვენის მორევით. 

ზემოთაღნიშნული მეთოდის და დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს რეჰიდრატირებული საფუარის მაქსიმალურ აქტივობას.  

 

მეორადი ფერმენტაცია

აწარმოეთ საფუარის რეჰიდრატაცია, როგორც არწერილია ზემოთ

გამოიყენეთ საფუარის სუსპენცია  pied de cuve-ის დამზადებაში

 

შეფუთვა და შენახვა

ვაკუუმური შეფუთვა 0,5 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ (5-15°C или 41-59°F) და მშრალ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ფრთხილად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში, გამოიყენება სწრაფად. 

 

პროდუქტი დამტკიცებულია საერთაშორისო ენოლოგიური კოდექტსით.  

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობისთვის (EC) N. 606/2009 წესის შესაბამისად

შეიცავს E 491 სორბიტანის მონოსტეარატს (Sorbitan monostearate).