ENARTIS FERM Perlage, 0,5kg

ENARTIS FERM Perlage, 0,5kg.
არტიკული: EPC166
საწყობში
174.14
₾174.14
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ЭНАРТИС ФЕРМ ЕС ПЕРЛАЖ

შეფუთვა 0.5კგ პარკი

Saccharomyces  cerevisiae  ex  ph.  r .  bayanus

გამოიყენება თეთრი ღვინის დუღილისთვის. აღნიშნული საფუარის შტამი bayanus ქმნის ელეგანტურ და სუფთა არომატს, რომელიც წარადგენს ყურძნის ჯიშურ თავისებურებებს.  სპირტგამძლეობა   17  % -მდე, ფერმენტაციის დაბალი სიჩქარე და აქროლადი მჟავეების მინიმალური წარმოქმნა. იგი გამოყოფს მანოპროტეინების შესამჩნევ რაოდენობას, რომლებიც აუმჯობესებენ გემოს.

გამოყენება:  სპირტული ფერმენტაცია დაბალ ტემპერატურაზე, რეზერვუარული და კლასიკური შამპანურების წარმოება.

ჯიშური თეთრი ღვინოები

შეჩერებული ფერმენტაციის განახლება

დოზირება:  20  -  40  გ/100ლ  –  პირველადი ფერმენტაციისთვის.

10  -  20 გ/100ლ –  შამპანურის წარმოებისთვის.

 

Челленж ЕС ПЕРЛАЖ

 

Челленж ЕС ПЕРЛАЖ – საფუარის სელექცური შტამია, რომელიც გამომუშავებულია შუშხუნა ღვინოების კლასიკური მეთოდით წარმოებისთვის. მის მეშვეობით ღვინოს აქვს ელეგანტური არომატი, რომელიც გამოხატავს ყურძნის ჯიშურ და ტერუარულ თავისებურებებს.  

 

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

Челленж ЕС ПЕРЛАЖ – საფუარის შტამია, რომელიც განკუთვნილია კლასიკური მეთოდით ცქრიალა ღვინოების წარმოებისთვის. მისი მახასიათებლების მეშვეობით ღვინოს ეძლევა ელეგანტური არომატი, რომელიც გამოხატავს ყურძნის ჯიშურ და ტერუარულ თავისებურებებს. 

აუტოლიზის ფაზის დროს გამოიყოფა საჭირო რაოდენობით მანოპროტეინები და პოლისაქარიდები, შესაბამისად იზრდება გემო, სტაბილურობა და ცქრიალა ღვინის თვისებები.

შტამი კარგად ადაპტირდება ფერმენტაციის რთულ პირობებში: ის რეზისტენტურია შაქრის და სპირტის მაღალ შემცველობასთან, დაბალ рН, და დაბალ ტემპერატურასთან, რაც ხელს უწყობს შაქრის სწრაფ და სრულ ათვისებას და უშლის ფერმენტაციის არასასურველი პროდუქტების წარმოქმნას.

 

გამოყენება 

მაღალი ალკოჰოლური შემცველობის თეთრი და წითელი ღვინოების ფერმენტაცია

ფერმენტაცია დაბალ ტემპერატურაზე.

ცქრიალა ღვინოების წარმოება

შეფეხერხებული ფერმენტაციის პრევენცია და აღდგენა

დუღილი არახელსაყრელ პირობებში

 

შედეგის ოპტიმიზაცია

Челленж ЕС ПЕРЛАЖ-ით წარმოებული ღვინოები გამოირჩევიან ელეგანტური არომატით, რომელშიც გამოხატულია ჯიშური და ტერუარული ორგანოლეპტიკური მახასიათებლები. ამ თვისებების გასაძლიერებლად, იმ შემთხვევაში თუ შტამი გამოიყენება პირველადი ფერმენტაციისთვის, რეკომენდირებულია Нутриферм Энержи  დანამატის გამოყენება საფუარის დამატების დროს. აღნიშნული უზრუნველყოფს უპირატესობას ბუნებრივ მიკროფლორასთან და ხელს უშლის არასასურველი ნივთიერებების გამოყოფას. 

Нутриферм Адванс დამატება ფერმენტაციის 1/3 სტადიაზე ხელს უწყობს სრულ ფერმენტირებას და თავს აცილებს დახუთვისგან.  

 

დოზირება

ცქრილა ღვინის წარმოება ჰერმეტულ რეზერვუარში - 10-20 გ/100 ლ (0,8-1,67 fn/1000 gal).

ცქრიალა ღვინის წარმოება ბოთლის მეთოდით: იხილეთ სპეციალური ოქმი

მაქსიმალური დოზირება რეკომენდირებულია დამპალი ყურძნის შემთხვევაში, შაქრის მაღალი შემცველობის და რთული მიკრობიოლოგიური პირობების      შემთხვევაში 20- 40 გ/100 ლ (1,67 – 3,3 ft/1000 gal).

ფერმენტაციის შეჩერება - 40 გ/100 ლ (3,3 ft/1000gal).

 

გამოყენების წესი

 -  გახსენით მშრალი საფუარი ათმაგი რაოდენობის სუფთა და თბილ  წყალში (35°-38° С ან 95-100° F). ფრთხილად მოურიეთ.

 -  დაელოდეთ 20 წუთი, შემდეგ კიდევ ერთხელ ფრთხილად მოურიეთ.

 - დაამატეთ აღნიშნული წვენში, როგორც კი დუღილის ჭურჭელი დაიწყებს შევსებას. ტემპერატურათა სხვაობა საფუარის ხსნარსა და წვენს შორის არ უნდა აღემატებოდეს   10°C (50°F).

 - აწარმოეთ ჰომოგენიზაცია ამოტუმბვის გზით ან წვენის მორევით.

ზემოთაღნიშნული მეთოდის და დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს რეჰიდრატირებული საფუარის მაქსიმალურ აქტივობას.

 

შეფუთვა და შენახვა

ვაკუუმური შეფუთვა 0,5 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ (5-15°C или 41-59°F) და მშრალ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ფრთხილად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში, გამოიყენება სწრაფად.