ENARTIS FERM VQ 10, 0,5kg
- აღწერა
- ვიდეო
ENARTISFERM VQ10
საფუარი თეთრი ღვინოებისთვის
ორგანოლეპტიკური მახასიათებლები
შტამი EnartisFerm VQ10 იყო არჩეული ძლიერი მიკრობიოლოგიური მახასიათებლების გამო, ასევე დახვეწილობის და ელეგანტობის, რაც იმ ღვინოს ახასიათებს, რომელიც ფერმენტირებულია აღნიშნული შტამით.
EnartisFerm VQ10-ის გამოყენებისას, მაღალი ხარისხის თეთრი ღვინის ფერმენტაციის დროს, ის უნარჩუნებს ჯიშურ არომატებს და აძლიერებს ხილის ნოტებს. ღვინოებში, რომლებიც გადიან ფერმენტაციას კასრში, ის აქვეითებს მუხის ნოტებს და ქმნის თეთრი და ტკბილი ხილის ინტენსიურ არომატს.
ფერმენტირების უნარიანობის გამო, დაბალ ტემპერატურაზე და ასევე სპირტის მაღალი შემცველობით წვენში, რომელსაც განაპირობებს EnartisFerm VQ10, ის რეკომენდირებულია დუღილის რთულ პირობებშიც კი.
მიკრობიოლოგიური მახასიათებლები
Saccharomyces cerevisiae ex r.f. bayanus სახეობა
დუღილის ტემპერატურა 10 - 25ºC (50-77°F)
ლაგ-ფაზა ხანმოკლე
დუღილის სიჩქარე საშუალო
ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა ≤ 17% v/v
კილერ დადებითი სხვა საფუარის მიმართ
ენოლოგიური მახასიათებლები
აზოტის დაბალი საჭიროება
ჟანგბადის დაბალი საჭიროება
აქროლადი მჟავიანობის დაბალი წარმოება
H2S დაბალი წარმოება
SO2 დაბალი წარმოება
პოლისაჰარიდების წარმოება კარგი
ქაფის წარმოქმნა დაბალი
თავსებადობა მალოლაქტიურ დუღილთან: ნეიტრალური
გამოყენება
▪ თეთრი ღვინოები, ფერმენტირებული კასრში
▪ ფერმენტაცია დაბალ ტემპერატურაზე
▪ რეკომენდირებული ჯიში: შარდონე, სოვინიონ ბლანი, gewurztraminer, პინო გრიჯო, რისლინგი, Viognier
დოზირება
20-40 გ/ლ (1,67-3,3ft/1000gal)
უფრო მაღალი დოზირება გამოიყენება გაფუჭებული ყურძნის შემთხვევაში, შაქრის მაღალი შემცველობის და რთული მიკრობიოლოგიური პირობების შემთხვევაში.
გამოყენების წესი
▪ გაურიეთ მშრალი საფუარი ათმაგი მოცულობის სუფთა, თბილ წყალთან, 35-38°C ან 95-100°F ტემპერატურაზე. ფრთხილად მოურიეთ.
დაელოდეთ 20 წუთი, შემდეგ ისევ ფრთხილად მოურიეთ.
▪ დაამატეთ სუსპენზია წვენში, დუღილისთვის განკუთვნილი ავზის გავსების დროს. ტემპერატურათა სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10°C (18°F).
▪ განახორციელეთ ჰომოგენიზაცია გადასხმის გზით ან ინოკულირებული წვენის მორევით.
ზემოთაღნიშნული დროს და წესების გათვალისწინება, განაპირობებს რეჰიდრატირებული საფუარის მაქსიმალურ აქტივობას.
ტექნიკური ინფორმაცია
EnartisFerm VQ10 გამოყენებით წარმოებული ღვინოები, გამოირჩევიან დახვეწილი და ელეგანტური არომატით. ამ მახასიათებლების გაუმჯობესებისთვის, რეკომენდირებულია კომპლექსური საკვები დანამატის, როგორიც არის Nutriferm Energy, გამოყენება საფუარის ინოკულაციის დროს, პირველადი დუღილისთვის. ეს ხელს უშლის არასასურველი მეტაბოლიტების სინთეზს.
შეფუთვა და შენახვის წესი
0,5 კგ, 10 კგ
დალუქული შეკვრა: შეინახეთ გრილ ადგილას (უმჯობესია 5-15ºC ან 41-59°F გრადუსამდე ტემპერატურა) მშრალ მდგომარეობაში.
გახსნილი შეფუთვა: მჭიდროდ დახურული ინახება ისევე, როგორც ზემოთ არის აღწერილი. გამოიყენება სწრაფად.
თანხმობა
პროდუქტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს:
Codex Œnologique International.
პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის შესაბამისად:
Рег. (ЕС) N. 606/2009
Reg. (EU) 2019/934 (7 დეკემბრიდან 2019 წ.)
