ENARTIS FERM VQ 51, 0,5kg

ENARTIS FERM VQ 51, 0,5kg.
არტიკული: EPC51
216.83
₾216.83
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTISFERM VQ51

 

ბორდოს იზოლირებული შტამი მაღალი ხარისხის ჯიშებისთვის

 

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

 

ბორდოს იზოლირებული შტამი, რომელიც განკუთვნილია მაღალი ხარისხის წითელი ღვინოების წარმოებისთვის, რომელიც კარგად შეეფერება წითელი ჯიშების ფარტო სპექტრს.

EnartisFerm VQ51 ინარჩუნებს ჯიშურ ხასიათს და აძლიერებს ხილის გამოხატულებას.

EnartisFerm VQ51 აძლევს საშუალებას მიიღოთ სრულ-სხეულიანი წითელი ღვინოები რბილი ტანინის ექსტრაკციით. ეს მახასიათებელი, ღვინის სტრუქტურის გაზრდის უნართან ერთად,  ხდის EnartisFerm VQ51 ვარგისს დაუმწიფებელი ყურძნისგან ღვინის დასამზადებლად. მისი დიდი რაოდენობით მანოპროტეინების გამოყოფის უნარი უზრუნველყოფს ფერის სტაბილურობას.

განსაკუთრებით რეკომენდირებულია კაბერნეს და მერლოს ჯიშებისთვის.

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

 

Saccharomyces cerevisiae სახეობა

დუღილის ტემპერატურა 20-30ºC (68-86°F)

ლაგ-ფაზა ხანმოკლე

დუღილის საშუალო სიჩქარე

ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა  ≤ 16% v/v

მგრძნობელობა კილერ ფაქტორთან

 

ენოლოგიური მახასიათებლები

 

აზოტის საჭიროება საშუალო

ჟანგბადის საჭიროება საშუალოდ მაღალი

აქროლადი მჟავიანობის წარმოება დაბალი

H2S წარმოება დაბალი

SO2 წარმოება საშუალო

გლიცერინის წარმოება კარგი

თავსებადობა მალოლაქტიურ დუღილთან: კარგი

საფუარის უჯრედის კედლებზე საღებავის დაბალი ადსორბცია

 

გამოყენება

 

▪ წითელი ღვინოების ფერმენტაცია, რომლებიც განკუთვნილია კასრში დასაძველებლად

▪ დაუმწიფებელი წითელი ყურძნის ფერმენტაცია

▪ რეკომენდირებული ჯიშები: კაბერნე სოვინიონი, მერლო, შირაზი, პრიმიტივო, კაბერნე ფრანკი,

მასუელო, გრენაში, ნებიოლო, სანჯოვეზე, ბარბერა, გამე

 

დოზირება

 

20-40 გ/ლ (1,67-3,3ft/1000 gal)

უფრო მაღალი დოზირება დამოიყენება გაფუჭებული ყურძნის დროს, შაქრის მაღალი შემცველობის და რთული მიკრობიოლოგიური პირობების შემთხვევაში.

 

გამოყენების წესი

 

გაურიეთ 20-40 გ/ლ აქტიური მშრალი საფუარი ათმაგი მოცულობის დასალევ წყალთან 35-40°C ან 95-100°F ტემპერატურაზე. ფრთხილად მოურიეთ,.

მიღებული სუსპენზია გააჩერეთ 20წუთის განმავლობაში, შემდეგ ისევ ფრთხილად მოურიეთ.

▪ რეჰიდრატირებული საფუარი დაამატეთ წვენში, როდესაც დუღილის ავზის შევსებას დაიწყებთ.

ტემპერატურათა სხვაობა რეჰიდრატირებულ საფუარსა და წვენს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10°C (18°F).

▪ აწარმოეთ ჰომოგენიზაცია ინოკულირებული წვენის გადასხმით ან მორევით.  .

ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინება და დამზადების მეთოდი უზრუნველყოფს რეჰიდრატირებული საფუარის მაქსიმალურ აქტივობას.

 

ტექნიკური ინფორმაცია

 

ღვინოები, წარმოებული EnartisFerm VQ51-ის გამოყენებით, გამოირჩევიან არომატის დახვეწილობით და ამავე დროს ინარჩეუნებენ ჯიშურ ხასიათს და ტერუარს. შემდგომ აღნიშნული მახასიათებლების გაუჯმობესებისთვის რეკომენდირებულია კომპლექსური საკვების დამატება, როგორიც არის Nutriferm Energy, პირვალადი დუღილისთვის ინოკულაციის დროს. აღნიშნული განაპირობებს სტაბილურ და სრულფასოვან ფერმენტაციას, არასასურველი მეტაბოლიტების სინთეზის პრევენციით. სპირტის დუღილის 1/3  დროს Nutriferm Advance-ის დამატება უზრუნველყოფს ფერმენტაციის სუფთა და სრულ დასრულებას.

 

შეგუთვა და შენახვის წესი

 

0,5 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ და გრილ (სასურველია 5-15°C ან 41-59°F) ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღწერილ პირობებში. გამოიყენეთ სწრაფად.

 

შესაბამისობა

 

პროდუქტი შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს:

Codex Œnologique International.

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის:

Рег. (ЕС) N. 606/2009

Reg. (EU) 2019/934 (გამოიყენება 7 დეკემბრიდან 2019 წ.)

ნებადართულია TTB  შესაბამისობით მეღვინეობაში გამოყენებისთვის  .