VQ ASSMANSHAUSEN 0,5kg.
- აღწერა
- ვიდეო
ENARTISFERM VQ ASSMANSHAUSEN
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი შტამი პინო ნუარის ფერმენტაციისთვის
ორგანოლეპტიკური მახასიათებლები
EnartisFerm VQ Assmanshausen, ახასიათებს ხანგრძლივი ლატენტური ფაზა, მაგრამ რეგულარული დუღილის კინეტიკა და ალკოჰოლის ტოლერანტობა (15% v/v მდე) , იდეალურია პინო ნუარის პიკანტური, სურნელოვანი მახასიათებლების გასაძლიერებლად.
გამოიყენება პინო ნუარის ფერმენტაციისას უფრო გრილ კლიმატში, მას გამოაქვს კლასიკური ალუბლის არომატი.
EnartisFerm VQ Assmanshausen ზრდის ღვინის სირთულეს და სტრუქტურას, აუმჯობესებს ექსტრაქციას და ხელს უწყობს ფერის შენარჩუნებას.
EnartisFerm VQ Assmanshausen, მისი გამორჩეული ფერმენტაციული და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების წყალობით, შეიძლება იყოს გამოყენებული ისეთი ჯიშის ფერმენატაციის დროს, როგორიცაა Zinfandel, Syrah, Nebbiolo, Sangiovese, Barbera Primitivo, Aglianico, ასევე რამოდენიმე არომატული თეთრი ჯიშის ყურძნის, როგორიც არის Riesling და Gewurztraminer.
მიკრობიოლოგიური მახასიათებლები
სახეობები: Saccharomyces cereviasiae x Saccharomyces kudriavzevii
დუღილის ტემპერატურა 20 - 30ºC
ხანგრძლივი ლატენტური ფაზა
ფერმენტაციის დაბალი სიჩქარე: იძლევა ხანგრძლივ მაცერაციას და ზღუდავს სითბოს გამომუშავებას
ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა ≤ 15% v/v
კილერ ფაქტორი ნეიტრალური
ენოლოგიური მახასიათებლები
აზოტის საჭიროება საშუალო
ჟანგბადის საჭიროება დაბალი
აქროლადი მჟავიანობის გამომუშავება საშუალო
H2S წარმოება დაბალი
SO2 წარმოება დაბალი
გლიცერინის წარმოება კარგი
ქაფის წარმოქმნა დაბალი
თავსებადობა მალოლაქტიურ დუღილთან: მაღალი, ხელს უწყობს MLF დაწყებას
საფუარის უჯრედის კედლებზე საღებავის დაბალი ადსორბცია
გამოიყენება
▪ რეკომენდირებული ჯიშები: ბარბერა, ნებიოლო, პინონუარი, სანჯოვეზე, შირაზი, ზინფანდელი, რისლინგი, გევურცტრამინერი
დოზირება
20-40 გ/ლ
უფრო მაღალი დოზები გამოიყენება გაფუჭებული ყურძნის დროს, შაქრის მაღალი შემცველობის და არასრულყოფილი მიკრობიოლოგიური პირობების შემთხვევაში.
გამოყენების წესი
▪ გაურიეთ მშრალი საფუარი ათმაგი მოცულობის წყალთან, ფრთხილად მოურიეთ.
წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 35-38°C ფარგლებში.
▪ დაელოდეთ 20 წუთი, შემდეგ ისევ მოურიეთ.
▪ დაამატეთ მიღებული სუსპენზია წვენში ავზის შევსების დროს. სუპენზიასა და წვენს შორის ტემპერატურაღა სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10°C.
▪ საფუარი თანაბრად გადაანაწილეთ წვენში.
ზემოთაღნიშნული დროს და წესების გათვალისწინება, განაპირობებს რეჰიდრატირებული საფუარის მაქსიმალურ სიცოცხლისუნარიანობას.
ტექნიკური მახასიათებლები
ღვინოები, წარმოებული EnartisFerm VQ Assmanshausen-ის გამოყენებით, გამოირჩევიან არომატის დახვეწილობით, ამავე დროს ინარჩუნებენ ტერუარულ და ჯიშურ მახასიათებლებს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ინოკულაციის დროს აუცილებელია ფერმენტაციის კომპლექსური აქტივატორის გამოყენება, როგორიც არის Nutriferm Energy, რაც განაპირობებს აღნიშნული შტამის უპირატესობას და ხელს უშლის ძმარმჟავას და გოგირდწყალბადის სინთეზს. Nutriferm Advance დამატება დუღილის 1/3 განაპირობებს ფერმენტაციის დასრულებას და ხელს უშლის გოგირდწყალბადის ნაერთების წარმოქმნას. EnartisPro Tinto-ს დამატება მაცერაციის დროს, მოქმედებს EnartisFerm VQ Assmanshausen-თან სინერგიით ფერის და არომატის სტაბილიზაციისთვის, ასევე ღვინის დაძველების პოტენციალის გაზრდისთვის.
შეფუთვა და შენახვის წესი
0,5 კგ, 10 კგ
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ (სასურველია 5 -15ºC) ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნული პირობების გათვალისწინებით.
გამოიყენება სწრაფად.
შესაბამისობა
პროდუქტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს:
Codex Œnologique International.
პროდუქტი ენოლოგიური გამოყენებისთვის Reg. (EU) 2019/934 შესაბამისად.
