ღვინის საფუარი თეთრი ღვინოებისთვის ENARTIS FERM AROMA WHITE 0.5 kg

ღვინის საფუარი თეთრი ღვინოებისთვის ENARTIS FERM AROMA WHITE kg 0.5
არტიკული: EPC140
საწყობში
195.71
₾195.71
ყიდვა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS FERM AROMA WHITE kg 0.5

 

აქტიური მშრალი საფუარი, განვითარებული არომატით თეთრი ღვინოების წარმოებისთვის.  

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

Saccharomyces cerevisiae, ენარტისის სელექცია

ბუნებრივ მიკრობიოლოგიურ ფლორაზე დომინირების მაღალი უნარი. (კილერ ფენოტიპი)

სპირტგამძლეობა 15%მდე მოცულობით ალკოჰოლზე (სპირტის დუღილის განხორციელება 200С, დურდოს შაქრის შემცველობა 300გ/ლ და Nutriferm Special-ის დამატება 30გ/ჰლ).

დუღილის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი 12-240С.

დუღილის საშუალო სიჩქარე

მკვებავი დანამატების მცირე საჭიროება (Nutriferm Special ან Nutriferm Edvance).

სულფიტ-რეზისტენტული

 

ენოლოგიური ეფექტი

ქაფწარმოქმნა დაბალი და SO2 და H2S უმნიშვნელო წარმოქმნა. სპირტის დუღილის დროს.  

აქროლადი მჟავეების მინიმალური წარმოება 0,15 -0,25გ/ლ (ძმარამჟავაზე გადაანგარიშებისას).

გლიცერინის წარმოება 7,5 გ/კ დურდოში, 12% სპირტის პოტენციალური შემცველობით.

რიბოფლავინის წარმოება დაბალი

პოლისაქარიდების წარმოება მაღალი.

საკმარისი რაოდენობით მკვებავი დანამატებით, აღნიშნული საფუარი აწარმოებს რთულ ეთერებს, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენ სხვადასხვა არომატულ თვისებებს.  

 

გამოიყენება

აღნიშნული შტამი გამოიყენება:

ნეიტრალური და ნახევარი-არომატული ჯიშის ყურძნის სპირტის ფერმენტაციისთვის (ტრებიანო, შენენ ბლანი, სოვინიონ ბლანი, რისლინგი)

ორდინარული ვარდისფერი და წითელი ღვინის წარმოებისთვის, რომელიც არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი დაძველებისთვის.

ახალგაზრდა თეთრი ღვინოების წარმოება.

 

დოზირება

2 - 4 გ/10ლ. უფრო დიდი დოზირება გამოიყენება დურდოს სპირტის ადუღების დროს, რომელიც მიღებულია გაფუჭებული ყურძნიდან. ასევე შაქრის მაღალი შემცველობის დროს და რთული მიკრობიოლოგიური ფლორის შემთხვევაში.  

 

გამოყენების წესი

გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-380С) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ.

დაელოდეთ 20 წუთი და ისევ მოურიეთ.

რაც შეიძლება ადრე დაამათეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში (დურდოში), ავზის შევსებისას. ტემპერატურათა სხვაობა სუსპენზიასა და დურდოს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 100С.

 

ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი გადატუმბვის მეშვეობით, ან უბრალოდ მოურიეთ მიღებული მასა..

 

აღნიშნული მეთოდის და დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს განზავებული საფუარის მაქსიმალურ აქტივობას. მეორადი დუღილისთვის აღნიშნული საფუარის ინოკულაციის დროს, მიყევით სხვა პროტოკოლის ინსტრუქციას, რომელიც განკუთვნილია აღნიშნული მიზნებისთვის. 

 

შენახვა

პროდუქტი ინარჩუნებს თავის თვისებებს 3 წლის განმავლობაში, შენახვის წესების გათვალისწინებით- დალუქულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე.  

პროდუქტის შენახვა გრილ ადგილას ახანგრძლივებს მათ ვარგისიანობას.

პროდუქტის ხანგრძლივი შენახვა  350С ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, და/ან ნოტიო გარემოში - ამცირებს მის აქტივობას.

 

შეფუთვა

0,5 კგ ვაკუუმის შეფუთვა