ღვინის საფუარი თეთრი ღვინოებისთვის ENARTIS FERM ES 181 kg 10

ღვინის საფუარი თეთრი ღვინოებისთვის ENARTIS FERM ES 181 kg 10
არტიკული: EPC436
201.71
₾201.71
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

                                                                                                                                           ENARTIS FERM ES 181 KG 10

 

აქტიური მშრალი საფუარი თეთრი ღვინის წარმოებისთვის.

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

Saccharomyces cerevisiae ex r.f. bayanus.

ბუნებრივ მიკრობიოლოგიურ ფლორაზე დომინირების მაღალი უნარი. (კილერ ფენოტიპი)

სპირტგამძლეობა 15%-მდე მოცულობით ალკოჰოლზე (თუ დუღილის პროცესი მიმდინარეობს 20ºС ტემპერატურაზე, 300გ/ლ შაქრის შემცველ დურდოში, 4 გ/დალ Nutriferm Special-ის აქტივატორის დამატებით).

დუღილის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი: 10-20ºС.

დუღილის მაღალი სიჩქარე.

მკვებავი დანამატების დაბალი საჭიროება (Nutriferm Special ან Nutriferm Advance).

საფუარი გამძლეა ყურძნის წვენში SO2 -ის სტანდარტულ მაჩვენებელთან. 

 

ენოლოგიური ეფექტი

აქროლადი მჟავეების მინიმალური წარმოება 0,2გ/ლ-ზე ნაკლები (ძმარამჟავაზე გადაანგარიშებისას) დურდოში, 13% სპირტის პოტენციალური შემცველობით.

გლიცერინის გამომუშავება 5-7გ/ლ

H2S დავალი წარმოება.

საკმარისი რაოდენობით მკვებავი დანამატებით, აღნიშნული საფუარი აწარმოებს დუღილის ეთერებს, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენ სხვადასხვა არომატულ თვისებებს.

 

გამოიყენება

პროდუქტი განკუთვნილია:

თეთრი ღვინოების წარმოება, კომპლექსური არომატული ბუკეტის და გემური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით.

თეთრი ღვინოების წარმოება დაბალ ტემპერატურაზე.

თეთრი გამჭვირვალე დურდოს ფერმენტაცია (< 50 NTU) აზოტის საკმარისი შემცველობით კვებით Nutriferm Special, Energy.

 

დოზირება

2- 4 გ/10ლ.  მაღალი დოზირება უნდა გამოყენებულიყოს დურდოს სპირტოვანი დუღილის დროს, რომელიც მიღებულია დამპალი ყურძნისგან. ასევე შაქრის მაღალი შემცველობის დროს და რთული მიკრობიოლოგიური ფლორის შემთხვევაში.

 

 

გამოყენების წესი

გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-38ºС) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ.

დაელოდეთ 20 წუთი და ისევ მოურიეთ.

რაც შეიძლება ადრე დაამათეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში (დურდოში), ავზის შევსებისას. ტემპერატურათა სხვაობა სუსპენზიასა და დურდოს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 10ºС.

 

ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი გადატუმბვის მეშვეობით, ან უბრალოდ მოურიეთ მიღებული მასა.

 

აღნიშნული მეთოდის და დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს განზავებული საფუარის მაქსიმალურ აქტივობას. მეორადი დუღილისთვის აღნიშნული საფუარის ინოკულაციის დროს, მიყევით სხვა პროტოკოლის ინსტრუქციას, რომელიც განკუთვნილია აღნიშნული მიზნებისთვის.

 

 

შენახვა

პროდუქტი ინარჩუნებს თავის თვისებებს 3 წლის განმავლობაში, შენახვის წესების გათვალისწინებით- დალუქულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე.  

პროდუქტის შენახვა გრილ ადგილას ახანგრძლივებს მათ ვარგისიანობას.

პროდუქტის ხანგრძლივი შენახვა  35ºС ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, და/ან ნოტიო გარემოში - ამცირებს მის აქტივობას.

 

შეფუთვა

10კგ ვაკუუმის შეფუთვა პოლილამინატისგან. 

პროდუქტი შეესაბამება ენოლოგიის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნებს.