ღვინის საფუარი წითელი ღვინოებისთვის ENARTIS FERM VINTAGE RED, 0.5 kg
- აღწერა
- ვიდეო
ENARTIS FERM VINTAGE RED kg 0.5
აქტიური მშრალი საფუარი, წითელი ღვინის საწარმოებლად
მიკრობიოლოგიური მახასიათებლები
Saccharomyces cerevisiae, ენარტისის სელექცია
ბუნებრივ მიკრობიოლოგიურ ფლორაზე დომინირების მაღალი უნარი (კილერ ფენოტიპი)
სპირტგამძლეობა, 16%-მდე მოცულობით ალკოჰოლზე (თუ დუღილის პროცესი მიმდინარეობს 20ºС ტემპერატურაზე, 300გ/ლ შაქრის შემცველ დურდოში, 30 გ/ჰლ Nutriferm Special-ის აქტივატორის დამატებით).
დუღილის ოპტიმალური ტემპერატურის დიაპაზონი 18-35ºС.
დუღილის სიჩქარე საშუალო
მკვებავი დანამატების საშუალო საჭიროება (Nutriferm Special).
ენოლოგიური ეფექტი
ქაფწარმოქმნის დაბალი წარმოება და უმნშნივნელობა რაოდენობით SO2 და H2S წარმოება ალკოჰოლის დუღილის დროს.
აქროლადი მჟავეების წარმოება 0,1-0,2გ/ლ ინტერვალით (ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით).
გლიცერინის გამომუშავებ 9 გ/ლ-მდე დურდოში სპირტის 12% პოტენციალური შემცველობით
ფერის მინიმალურად დაკარგვა
ხილის და სურნელოვანი ტონების გაძლიერება.ხელს უწყობს მალოლაქტიურ დუღილს
გამოიყენება
აღნიშნული შტამი გამოიყენება:
ხარისხიანი წითელი ღვინის წარმოება (კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, მერლო, შირაზი, პინო ნუარი)
ახალი სეზონური ღვინოების წარმოება
ახალი, ხილის წითელი ღვინოების წარმოება
დოზირება
2 - 4 გ/10ლ.
მაღალი დოზირება გამოიყენება დურდოს სპირტის დუღილისას, რომელიც მიღებულია გაფუჭებული ყურძნიდან, ასევე დურდოს ბუნებრივი მიკროფლორის მაღალი შემცველობის დროს
გამოყენების წესი
გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-38°С) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ.
დაელოდეთ 20 წუთი და ისევ მოურიეთ.
რაც შეიძლება ადრე დაამატეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში, ავზის შევსების დაწყების დროს. ტემპერატურაღა სხვაობა სუსპენზიასა და ყურძნის წვენს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 10°C. ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი, მიღებული მასის გადატუმბვით ან ინტენსიური მორევით
.ზემოთაღნიშნული მეთოდის და რეკომენდირებული დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს გახსნილი საფუარის მაქსიმალურ აქტივობას.
შეფუთვა და შენახვა
500გ ვაკუუმის შეფუთვა პოლილამინატისგან
10კგ მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს 20 ცალ შეფუთვას 0,50კგ.
პროდუქტი ინარჩუნებს თავის თვისებებს 3 წლის განმავლობაში, შენახვის წესების გათვალისწინებით- დალუქულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე.
პროდუქტის შენახვა გრილ ადგილას ახანგრძლივებს მათ ვარგისიანობას.
პროდუქტის ხანგრძლივი შენახვა 35°С ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, და/ან ნოტიო გარემოში - ამცირებს მის აქტივობას.
