ღვინის საფუარი ახალგაზრდა წითელი და ვარდისფერი ღვინოებისთვის ENARTIS FERM ES 401, 0.5 kg

ღვინის საფუარი ახალგაზრდა წითელი და ვარდისფერი ღვინოებისთვის ENARTIS FERM ES 401 kg 0.5
არტიკული: EPC208
213.66
₾213.66
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS FERM ES 401 kg 0.5

 

ახალგაზრდა წითელი ღვინოები

ES 401 - არის საფუარი, რომელიც უხდება ახალ წითელ და ვარდისფერ ღვინოებს და რომელსაც ახასიათებს ინტენსიური და ახალი ხილის არომატი.  

 

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

ES401 - არის შტამი, რომლის მთავარი მახასიათებელია ახალი წითელი ხილის არომატის გაუმჯობესება: ალუბალი, მარწყვი, შავი მოცხარი, ქლიავი და სხვა. ამიტომ ის რეკომენდირებულია ახალი და საშუალო ასაკის (დაძველების)  წითელი ღვინის წარმოებისთვის და ვარდისფერი ღვინისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ჯიშურ ხასიათს, მაგრამ ამავე დროს მეორადი არომატები მათ უფრო ინტენსიურ და რთულს ხდიან. გლიცერინის დიდი რანოდებობით გამომუშავების წყალობით და ვაშლის მჟავას ნაწილობრივი შთანთქვის ეფექტით (-25%), ES401-ით დადუღებული ღვინოები სავსე და რბილია გემოზე.  

 

მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

დუღილის ტემპერატურა       15-30°С                                                                                                                          

ლაგ ფაზა                            საშუალო

დუღილის სიჩქარე        საშუალო:                                                                                     

სპირტგამძლეობა ≤ 15 % .                                                                                                                                           

კილერ ფაქტორი                 ნეიტრალური

 

ენოლოგიური მახასიათებლები 

აზოტის საჭიროება             საშუალოდ მაღალი

ჟანგბადის საჭიროება       საშუალო 

აქროლადი მჟავეების სინთეზი          საშუალო

Н2S სინთეზი                      საშუალო, კონტროლირებადია აზოტოვანი საკვების დამატებით  

SO2 სინთეზი                      დაბალი 

გლიცერინის სინთეზი                 მაღალი (12 გ/ლ ღვინოში სპირტის შემცველობით 15% .)                                                                                  

ხელს უწყობს მალოლაქტიურ დუღილს.

 

 

გამოიყენება 

ვარდისფერი ღვინოები, ახალგაზრდა წითელი ღვინოები, და წითელი ღვინოები განკუთვნილი საშუალო ხანგრძლივობის დაძველებისთვის.

მაქსიმალური ეფექტურობა: რათა გაზარდოთ ხილის ნოტების წარმოება, NUTRIFERM AROM -ის დამატება შეიძლება საკვები ნივთიერებების წყაროს სახით, საფუარის სუსპენზიის დამატების დროს. NUTRIFERM AROM აწვდის გარკვეულ ამინომჟავებს, რომლებსაც ES401 იყენებს არომატული ნაერთების სინთეზისთვის. ფერმენტაციის დროს ENARTIS PRO ROUND-ის დამატება ეხმარება მეორადი არომატების შენარჩუნებაში და ბალანსირებაში. აქედან გამომდინარე მიღებულ ღვინოებს აქვთ მეტად ინტენსიური და მდგრადი არომატი. 

 

დოზირება  

2-4 გ/10ლ

მაღალი დოზირება გამოიყენება დურდოს სპირტის დუღილისას, რომელიც მიღებულია გაფუჭებული ყურძნიდან, ასევე დურდოს ბუნებრივი მიკროფლორის მაღალი შემცველობის დროს 

 

გამოყენების წესი

გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-38°С) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ. 

დაელოდეთ 20 წუთი და ისევ მოურიეთ. 

რაც შეიძლება ადრე დაამატეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში, ავზის შევსების დაწყების დროს. ტემპერატურაღა სხვაობა სუსპენზიასა და ყურძნის წვენს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 10°C. 

ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი, მიღებული მასის გადატუმბვით ან ინტენსიური მორევით. ზემოთაღნიშნული მეთოდის და რეკომენდირებული დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს გახსნილი საფუარის მაქსიმალურ აქტივობას. 

 

შეფუთვა და შენახვა

ვაკუუმის შეფუთვა 0,5კგ, 10კგ მუყაოს ყუთი.

ჰერმეტულად დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ (სასურველია 5-15 ° C ან 41-59 ° F) და მშრალ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: მჭიდროს დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნული წესების გათვალისწინებით. გამოიყენეთ სწრაფად.