უნივერსალური ღვინის საფუარი ENARTIS FERM EZ FERM, 10 kg

უნივერსალური ღვინის საფუარი ENARTIS FERM EZ FERM kg 10
არტიკული: EPC -EASY
115.87
₾115.87
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ENARTIS FERM EZ FERM kg 10

 

უნივერსალური აქტიური მშრალი საფუარი, მაღალის დუღილის აქტივობით

 

МИКРОБИОЛОГИЧЕСКИЕ  ХАРАКТЕРИСТИКИ

Saccharomyces cerevisiae ex ph.r. bayanus, ენარტისის სელექცია

ბუნებრივ მიკრობიოლოგიურ ფლორაზე დომინირების მაღალი უნარი (კილერ ფენოტიპი)

სპირტგამძლეობა 16,5%-მდე მოცულობით ალკოჰოლზე (თუ დუღილის პროცესი მიმდინარეობს 20ºС ტემპერატურაზე, 300გ/ლ შაქრის შემცველ დურდოში, 40გ/ჰლ Nutriferm Special-ის აქტივატორის დამატებით).

დუღილის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი 12-34ºС. აქტივაციის მოკლე პერიოდი, სწრაფი დადუღება და სპირტის დუღილი, შაქრის სრული ამოდუღება "მშრალად". აზოტის და ჟანგბადის დაბალი საჭიროება.

სულფიტ-რეზისტენტული

 

ენოლოგიური ეფექტი

ქაფწარმოქმნის დაბალი მაჩვენებელი და  SO2 და H2S უმნიშვნელო წარმოება სპირტის დუღილის დროს.

აქროლადი მჟავეების მინიმალური წარმოქმნა  0,1- 0,2 გ/ლ ინტერვალში (ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით).

გლიცერინის წარმოქმნა 9 გ/ლ-მდე დურდოში სპირტის პოტენციური შემცველობით 12%.

ვაშლის მჟავას შემცირების ტენდენცია. საშუალებას აძლევს ღვინის მასალას მაქსიმალურად გადასცენ ყურძნის ჯიშური მახასიათებლები.

 

გამოყენება

აღნიშნული შტამი რეკომენდირებულია:

წითელი და თეთრი ღვინოები (კერძოდ შარდონე) ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.

დურდოს დიდი მოცულობით ალკოჰოლის დუღილი, რომელიც შემდეგ გამოიყენება სუფრაზე, კონიაკისთვის ან დესერტული ღვინის მასალად.

მეორადი დუღილი, ცქრიალა ღვინის წარმოება.

გაყინული ფერმენტაციის აღდგენა («მკურნალობა»).

ფერმენტაცია ჟანგბადის დაბალი შემცველობის პირობებში.

 

დოზირება

2 - 4 გ/10ლ.  

მაღალი დოზირება გამოიყენება დურდოს სპირტის დუღილისას, რომელიც მიღებულია გაფუჭებული ყურძნიდან, ასევე დურდოს ბუნებრივი მიკროფლორის მაღალი შემცველობის დროს.

 

 

გამოყენების წესი 

გახსენით მშრალი საფუარი სუფთა, თბილ (35-38°С) წყალში, თანაფარდობით 1:10 (ათმაგი მოცულობის წყალი თითოეული საფუარის რაოდენობაზე). ფრთხილად მოურიეთ.

დაელოდეთ 15-20 წუთი და ისევ მოურიეთ..

რაც შეიძლება ადრე დაამატეთ აღნიშნული სუსპენზია ყურძნის წვენში, ავზის შევსების დაწყების დროს. ტემპერატურაღა სხვაობა სუსპენზიასა და ყურძნის წვენს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 10°C. ავზის შევსების შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ საფუარი, მიღებული მასის გადატუმბვით ან ინტენსიური მორევით.

ზემოთაღნიშნული მეთოდის და რეკომენდირებული დროს გათვალისწინება, უზრუნველყოფს გახსნილი საფუარის მაქსიმალურ აქტივობას. აღნიშნული საფუარის ინოკულაციისას, მეორედი დუღილისთვის, მიჰყევით სხვა პროტოკოლის ინსტრუქციას, რომელიც განკუთვნილია აღნიშნული მიზნებისთვის.

 

შეფუთვა და შენახვა

10კგ მუყაოს ყუთი.

 

პროდუქტი ინარჩუნებს თავის თვისებებს 3 წლის განმავლობაში, შენახვის წესების გათვალისწინებით- დალუქულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე.  

პროდუქტის შენახვა გრილ ადგილას ახანგრძლივებს მათ ვარგისიანობას.

პროდუქტის ხანგრძლივი შენახვა  35°С ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, და/ან ნოტიო გარემოში - ამცირებს მის აქტივობას.