Enartis Pro Perlage, 1 kg
- აღწერა
- ვიდეო
მანოპროტეინები და პოლისაქარიდები
Enartis Pro Perlage
ცქრიალა ღვინის დამხმარე საშუალება
კომპოზიცია
ინაქტივირებული საფუარი მანოპროტეინების მაღალი შემცველობით.
ზოგადი მახასიათებლები
ინაქტივირებული საფუარის საფუძველზე დამზადებული ორგანული დანამატი ფერმენტაციისთვის, მანოპროტეინების და თიოლის ამინომჟავების მაღალი შემცველობით.
ხელს უწყობს ღვინის სიახლის შენარჩუნებას.
EnartisPro Perlage იწარმოება საფუარის შტამის თერმული ინაქტივაციის დამუშავებით თიოლის ამინომჟავების მაღალი გამომუშავებით, რაც ხელს უშლის ნაადრევ დაძველებას და ზრდის არომატულ ექსპრესიას. თერმული დამუშავება ხელს უწყობს მანოპროტეინების გათავისუფლებას საფუარის უჯრედის კედლებიდან. EnartisPro Perlage გამოყენება აძლევს რამოდენიმე ეფექტს:
▪ უფრო ახალი ღვინოები.
▪ მაღალი ანტიდაძველების ეფექტი (30გ/ლ შიცავს დაახლოებით 10მგ/ლ თიოლის ამინომჟავებს): იცავს არომატებს, აძლიერებს ახალ არომატს, ხელს უშლის ნაადრებ დაძველებას და ინარჩუნებს ბზინვარე, სტაბილურ ფერს.
▪ თიოლის ამინომჟავები არიან არომატული წინამორბედები, რომლებიც ავითარებენ ეკზოტიკურ და ახალი ხილის არომატებს. საფუარის აქტივაცია.
▪ მანოპროტეინის მაღალი შემცველობა ზრდის ღვინის კოლოიდურ სტაბილურობას, რითაც აუმჯობესებს ქაფის მდგრადობას. გარდა ამისა მეღვინეობის ადრეულ ეტაპებზე ყოფნისას ისინი ხელს უწყობენ ცილოვან და ღვინის სტაბილურობიდ ზრდას.
▪ ორგანოლეპტიკური თვისებების მოცულობის და სირბილის გაზრდა.
▪ უზრუნველყოფს დაცვას, სტაბილურობას და არომატულ მდგრადობას.
გამოიყენება
▪ EnartisPro Perlage გამოიყენება საბაზისო და ცქრიალა ღვინოების ფერმენტაციის პროცესში, ნაადრევი დაძველებისგან დაცვაის და არომატის სტაბილიზაციისთვის.
▪ დასაძველებლად დამზადებული საბაზისო ღვინის წარმოება.
▪ Charmat მეთოდით მუშაობისას ღვინოში პოლისაქარიდების კონცენტრაცია იზრდება, რაც ქმნის იდეალურ კოლოიდურ ჩარჩოს ქაფის წარმოსაქმნელად. ბუნებრივი დაძველების საწინააღმდეგო ფაქტორები ინარჩუნებენ სიახლეს და არომატულ სტაბილურობას.
დოზირება
საბაზისო ღვინო: 8-30გ/ლ.
Charmat მეთოდით მეორე ფერმენტაცია: 3-10გ/ლ.
გამოყენების წესი
გახსენით EnartisPro Perlage ათმაგი რაოდენობის წყალში ან ტკბილში. მოურიეთ, რათა პროდუქტის დაგუნდება არ განვითარდეს. გადაიტანეთ ტკბილში საფუარის შეყვანისას. მოურიეთ ტუმბოს მეშვეობით. საბაზისო ღვინის შემთხვევაში დაამატეთ EnartisPro Perlage ალკოჰოლური დუღილის დასაწყისში ავზის შევსებისას და "ტირაჟი" ლიქიორში მეორე დუღილის დროს.
შეფუთვა და შენახვის წესი
1 კგ
ჰერმეტული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას.
ტექნიკური ინფორმაცია
გახსნილი შეფუთვა: ხელახლა მჭიდროდ დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.
შესაბამისობა
პროდუქტი შეესაბამება შემდეგ სპეციფიკაციებს:
Codex Œnologique International
პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობისთვის შესაბამისობით:
Reg. (EU) 2019/934 და შემდგომი ცვლილებებით
სტატუსი TTB
