Atoclar M 20 kg

Atoclar M 20 kg
არტიკული: EPC355
66.37
₾66.37
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

 

ATOCLAR M 

 

ცივად ხსნადი ჟელატინი

 

კომპოზიცია

 

საკვები ჟელატინი. შეიცავს გოგირდის დიოქსიდს Е220 > 10 მგ/კგ.

 

ზოგადი მახასიათებლები

 

Atoclar M არის უკიდურესად ჰიდროლიზებული დაბალი მუხტის სიმკვრივის ჟელატინი.

მას აქვს მაღალი ეფექტურობა ტანინების მოცილებაში. მისი ძირითადი გამოყენებაა -  ძლიერი წნეხის შედეგად და/ან ხანგრძლივი მაცერაციის შედეგად,  პოლიფენოლების მაღალი შემცველობით წვენების და ღვინოების დამუშავება.

პოლიფენოლებით მდიდარი მაცერირებული ყურძნისგან (ბუნებრივად მდიდარი ან ბოლო წნეხის ფრაქციების შედეგად) მიღებული თეთრი წვენის და ღვინის გაღიავებისთვის გამოყენებისას, ის ამცირებს პოლიფენოლების შემცველობას და დაჟანგვის მიმართ მგრძნობელობას, აუმჯობესებს გამჭვირვალობას.

დაწნეხილ წითელ ღვინოებში ის ამცირებს შემკვრელობას და აბალანსებს გემოს პროფილს.

ახალგაზრდა წითელ და ვარდისფერ ღვინოებში ამცირებს სიმშრალის შეგრძნებას და შემკვრელობას.

 

გამოყენება

 

▪ პოლიფენოლების მაღალი შემცველობით დაწნეხილი თეთრი წვენის და ღვინოების გაღიავებისთვის (ან ფლოტაციისთვის)  Sil Floc, EnartisTan Clar, Pluxbenton N, Bentolit Super და Pluxcompact -თან ერთად გამოყენებისას.

▪ დაწნეხილი წითელი ღვინოების გაღიავება გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, ფილტრაციისთვის და შემკვრელობის შემცირებისთვის.

▪ ახალგაზრდა წითელი და ვარდისფერი ღვინოების გაღიავება, წინა პლანზე შემკვრელობის შესამცირებლად.

 

დოზირება

 

5 -15 გ/ლ წვენში.

2 - 10 გ/ლ (0,2-0,8 ft/1000 gal.) თეთრ ღვინოებში.

8 - 15 გ/ლ (0,7-1,2 ft/1000 gal.) წითელ ღვინოებში.

 

გამოყენების წესი

 

გახსენით ოთახის ტემპერატურის წყლის 10 ნაწილში, მოურიეთ, რათა არ წარმოიქმნას ნაწილაკები. თანაბრად დაამატეთ ტკბილში ან ღვინოში გადატუმბვის დროს, სასურველია გადატუმბვა განხორციელდეს ტუმბო-დოზატორით ან ვენტურის მილის მეშვეობით.

Atoclar M-ის ხსნარის შენახვა შეუძლებელია და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

რეკომენდირებულია წინასწარი ლაბორატორიული ტესტირება სწორი დოზის დასადგენად.

 

შეფუთვა და შენახვის წესი

 

20 კგ

დალუქული შეფუთვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და განიავებად ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: მჭიდროდ შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.

 

შესაბამისობა

 

პროდუქტი შეესაბამება შემდეგ სპეციფიკაციებს:

Codex Œnologique International

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოსაყენებლად:

Reg. (EU) N. 934/2019 შესაბამისობით.

პროდუქტი შეესაბამება მეღვინეობისთვის TTB შესაბამისობით. საკანონმდებლო შეზღუდვა: N/A



განყოფილების სხვა საქონელი

Нет в наличии
Нет в наличии