Enartis Tan COLOR, 1kg

Enartis Tan COLOR, 1kg.
არტიკული: EPC792
470.69
₾470.69
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ტანინების და საფუარის ქერქის ნაზავი ანტიოქსიდანტური დაცვის და საღებავის სტაბილიზაციისთვის. 

 

კომპოზიცია

 

პრეპარატი დაფუძნებული ყურძნის მარცვლების დაბალმოლეკულურული კონდენსირებული ტანინებზე, ელლაგოტანინებზე და საფუარის ქერქზე, ამინომჟავებით მდიდარი, მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

 

 

ზოგადი მახასიათებლები

 

ბეჟის ფერი გრანულები, მსუბუქი საფუარის სუნით.

 

ENARTIS TAN COLOR - ნარევი, განკუთვნილი ტკბილის ანტიოქსიდანტური დაცვის ბუნებრივად გაზრდისთვის და საღებავის სტაბილიზაციისთვის.

 

ტკბილში დამატებული, TAN COLOR თავიდან მოქმედებს გოგირდის დიოქსიდთან სინერგიით, რათა დაიცვას ანტოციანები და არომატული ნაერთები დაჟანგვისგან. ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით TAN COLOR სასუალებას გაძლევთ შეამციროთ გოგირდის დიოქსიდის დოზა.

 

შემდეგ ყურძნის მარცვლების დაბალმოლეკულური ტანინები, რომლებსაც შეიცავს ნარევი, შედიან კონდენსაციის რეაქციაში ანთოციანინის ფრაქციასთან, რითაც ქმნიან ძალიან სტაბილურ, ხსნად და ახლად შეღებილ კომპლექსებს.  

 

გამოიყენება

 

წითელი და ვარდისფერი ღვინოების წარმოება, რომლებშიც საჭიროა ფერის და არომატის ინტენსიური ანტიოქსიდანტური დაცვა და ძალიან სტაბილური ფერების კომპლექსის შექმნა:

 

 სტრუქტურირებული წითელი ღვინოები ინტენსიური ხილის არომატებით და სტაბილური ფერით 

 

 ახალგაზრდა წითელი ღვინოები, მიღებული მოკლე მაცერაციით

 

 არომატული როზე-ღვინოები კარგი სტრუქტურით

 

 წითელი ღვინოები - დაძველებისთვის

 

შედეგის ოპტიმიზაციისთვის

 

ჩვენ გირჩევთ გაყოთ ENARTIS TAN COLOR დამატება ორ ნაწილად: პირველი ნაწილი ემატება დუღილის დატვირთვისას გოგირდის დიოქსიდის ანტიოქსიდანტური დაცვის გასაუმჯობესებლად, მეორე ნაწილი - ალკოჰოლური დუღილის დაწყების შემდეგ, რათა ხელი შეუწყოს ანთოციანინის ფრაქციის კონდენსაციას და ცოცხალი, სტაბილური ფერის ფორმირებას.

 

TAN COLOR უფრო ეფექტურია უმეტესად ხილის წითელი ღვინის წარმოებაში, მაშინაც კი თუ ის მიღებულია არც თუ ისე მწიფე ყურძნისგან.  

 

 

დოზირება

 

5-20გ/კვ.

 

გამოყენების წესი

 

გახსენით  ENARTIS TAN COLOR 1:10 თანაფარდობით წყალში ან ტკბილში და დაამატეთ მასაში გადატუმბვის დროს, სასურველია გამოყენებულ იყოს venturi-ს მილი.

 

პროდუქტი არის ენოლოგიური გამოყენებისთვის, შესაბამისობით:

 

(ЕС) 606/2009



განყოფილების სხვა საქონელი